სპეციფიური წესები ღვინის ბიოწარმოებისათვის

16 ივლისი, 2018წ

გაზიარება

სპეციფიური წესები ღვინის ბიოწარმოებისათვის

სპეციფიური წესები ღვინის ბიოწარმოებისათვის

ბიოწარმოება არის საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე.

ბიოლოგიური მეთოდი არის წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მეურნეობაში არსებული განახლებადი რესურსების ფართო გამოყენებას, ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას, ბიოპროდუქტის გადამუშავებისას მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ბიოპროდუქტის წარმოებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.

ღვინის ბიოწარმოებისათვის გამოიყენება ნედლეული, რომელიც მიღებულია ბიომეურნეობიდან. ღვინის ბიოწარმოებისას ცენტრიფუგირებისა და ფილტრაციისათვის (ინერტული მასალის გამოყენებით ან მათ გარეშე) გამოყენებული ფილტრის ფორების ზომა უნდა იყოს არანაკლებ 0,2 მკმ (მიკრომეტრი). ღვინის ბიოწარმოებისათვის თერმული დამუშავების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 0 C-ს.

ღვინის ბიოწარმოებისათვის დაუშვებელია:

ა) ღვინის ნაწილობრივი კონცენტრირება გაცივებით;

ბ) ღვინის ნაწილობრივი დეალკოჰოლიზაცია;

გ) გოგირდის დიოქსიდის მოცილება ფიზიკური მეთოდით;

დ) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის ელექტროდიალიზის გამოყენება;

ე) დაბალ ტემპერატურაზე ღვინის მდგრადობის შენარჩუნებისათვის კათიონების შემცვლელების გამოყენება.

იხილეთ ასევე: რა არის ”ბიო” ღვინო და ვინ გასცემს საქართველოში ამ ტიპის ღვინის საწარმოებლად სერთიფიკატს

პოპულარული ღვინოები

19
შამპანურის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში)

შამპანურის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში)

49
ალექსანდროული - მუჯურეთული

ალექსანდროული - მუჯურეთული

წითელი მშრალი

23.9
ქვევრის ქისი

ქვევრის ქისი

თეთრი მშრალი