"ჩვენი ძირითადი ღვინის ბაზარი სტაბილური არ აღმოჩნდა" - გიორგი სამანიშვილი

15 იანვარი, 2017წ

გაზიარება

"ჩვენი ძირითადი ღვინის ბაზარი სტაბილური არ აღმოჩნდა" - გიორგი სამანიშვილი

"ჩვენი ძირითადი ღვინის ბაზარი სტაბილური არ აღმოჩნდა" - გიორგი სამანიშვილი

"ღვინის კომპანიების 95%, არა მხოლოდ იზიარებს, არამედ ჩართულია ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესში“, - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარკეტინგული ღონისძიებები, რომელსაც სააგენტო ახორციელებს კერძო სექტორთან შეთანხმებულია. მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ ერთ სტაბილურ ბაზარზე მუშაობს. 

"ჩვენი ძირითადი ბაზარი სტაბილური არ აღმოჩნდა, აქ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, არამედ ეკონომიკაზე, სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დივერსიფიკაციაზე მუშაობა. ამას მთავრობა აფინანსებს, მაგრამ იდეა კერძო სექტორიდან წამოვიდა და ამაზე მუშაობა წლები მიმდინარეობდა. ყველა გამოფენაზე სააგენტოს სახელით Georgian wine აწერია ჩვენს სტენდს, რადგან ჩვენ ნეიტრალური და ობიექტური ვართ, ყველას თანაბრად აღვიქვამთ“, - აცხადებს სამანიშვილი. მისივე განცხადებით, გარდა ოფიციალური სტატისტიკისა საკმაოდ დიდია ის ციფრი, რომელიც სოფლებში ადგილობრივად ჩამოსხმულ ღვინოს მოიცავს. 

"კახეთი განვითარდა ძალიან და ამან გამოიწვია ის, რომ საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი და ხიხვი ეს ის ჯიშებია, რომლებიც  ბაზარზე შეიძლება ვნახოთ  სხვა ჯიშებთან შედარებით მეტად. ალბათ ახლა მიმართულება, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს მუშაობა არის ის, რომ სხვა რეგიონებიც უნდა განვავითაროთ, ეს არის გამოსავალი. მაგალითად, გურული ჩხავერი იაპონიაში რჩეული ღვინოების ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. ქართული ღვინის კომპანია ’’ლუკასის" ღვინომ ’’ჩხავერი" იაპონიის საერთაშორისო კონკურს ’’საკურას" უმაღლესი ჯილდო - ’’ბრილიანტი" (DIAMOND TROPHY) დაიმსახურა. ჯიშების მრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია. 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოტენციალი ყველგან არის. ბიზნესი თუ სტაბილურ პარტნიორს ნახავს, ყველგან შეიძლება წარმატებული შედეგი ჰქონდეს. ავსტრალიაშიც გავიდა ქართული ღვინო. ეს ქვეყანა ბიო-ღვინის მიმართულებით გამოირჩევა.  ჯერ იქ ქვევრისა და გამორჩეული ღვინოები შედის და შემდეგ კომპანიების ღვინოც მიყვება“, - განაცხადა სამანიშვილმა.