"ქართული ვერმუტი" - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ

09 ივლისი, 2018წ

გაზიარება

"ქართული ვერმუტი" - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ

"ქართული ვერმუტი" - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ

კომპანია „ქართული ვერმუტი“ დაახლოებით წელიწად ნახევარია, რაც ადგილობრივ ღვინის ბაზარზე ოპერირებს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი დიმიტრი ლებანიძეა. როგორც ALLWINE.GE-სთან საუბარში ლებანიძემ განაცხადა, დღეს კომპანია ღვინის მოყვარულებს და მის ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული თვისებებისა და არომატის მქონე ალკოჰოლურ სასმელს „ქართულ ვერმუტს“ სთავაზობს.

"დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მეღვინეს, თემურ გონჯილაშვილს გავაცანი „ქართული ვერმუტის“ შესახებ იდეა. ისიც ამ ყველაფერს ენთუზიაზმით მოეკიდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე „ვერმუტი“ ჩვენი დანერგილი სიახლეა. მის ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად ქართული თაფლი ავიღეთ, ხოლო ბალახეულობისაგან განსხვავებით, რომელსაც იტალიაში ტრადიციული ვერმუტის დასამზადებლად იყენებენ, ჩვენ ხილი აღვიღეთ: ჟოლო, ალუბალი და ა.შ.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საქართველოში ჯერ არ დაუმზადებიათ. სასმელის შესაქმნელად გამოვიყენეთ საფერავის ღივნო და 12 სახეობის ხილი. სხვადასხვა ხილის ნაერთის შექმნისას აუცილებელი იყო ბალანსის დაცვა," - ამის შესახებ განაცხადა დიმიტრი ლებანიძემ.

მისივე თქმით, დღეს უკვე "ქართული ვერმუტის" დაგემოვნებისას ყველა ადამიანს შეუძლია სასურველი არომატი აღმოაჩინოს. დაბოლოს, ალკოჰოლური სასმელის მოყვარულებს "ქართული ვერმუტის" შეძენა ALLWINE.GE-ის ინტერნეტ მაღაზიაშიც შეუძლიათ.

 

 

 

პოპულარული ღვინოები

20.95
ქართული

ქართული

წითელი მშრალი ღვინო

44.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

22.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი