მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური 50-გრამიანი სასმელების კოლექცია

06 ივლისი, 2018წ

გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური 50-გრამიანი სასმელების კოლექცია

მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური 50-გრამიანი სასმელების კოლექცია

"სამომავლოდ მუზეუმის გახსნას ვგეგმავ" 1964 წელს "სამტრესტის" მიერ გამოშვებული ქართული ლიქიორი, გერმანელების მიერ ჩამოსხმული არაყი "შევარდნაძე", ბოთლი, რომელშიც ნამდვილი კობრას წიწილია "მოკალათებული", სარაჯიშვილის კონიაკები, 20 ქართველი მეფის სახელობის ამდენივე კონიაკის სრული კოლექცია, ძველი ბერძნული, იტალიური და კანადური ღვინოები, ხელით მოქსოვილი, უნიკალური ღვინის ბოთლები... - მიხსნის და მაცნობს თავის უნიკალურ, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბურ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან, ძვირფას კოლექციას ბიზნესმენი, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო კოლექციონერი არჩილ მიქანაძე. თითოეულზე ჯოხით მიმითითებს, რომელიც, თურმე, დირიჟორმა აჩუქა. "ორკესტრის" შემადგენლობა 5 300-ზე მეტ მხოლოდ 50-გრამიან ბოთლს მოიცავს, რომელსაც მათი "დირიჟორი" 13 წელია აგროვებს. ახსოვს თითოეულის შეძენის ისტორია და არასოდეს ეშლება მათი ადგილმდებარეობა. არჩილს კოლექციის, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის, თავისი საკოლექციო ჯიშის ძაღლებისა და მის მიერ აწყობილი მაღალი გამავლობის მანქანების შესახებ ვესაუბრეთ...

- არჩილ, ამ კოლექციის შეგროვებას რაიმე კონკრეტული ფაქტი უძღოდა წინ?
- უბრალოდ, როცა ერთი ბოთლი ხელში ჩამივარდა, მას მეორე მივუმატე. შემდეგ მესამე და ასე ავედი 5300-ზე. მაქვს ნებისმიერი სახის ღვინო მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ქართული თუ რამე გამოვა, პირველად ჩემს კოლექციაში ხვდება (იცინის). საზღვარგარეთ წასვლა ხშირად მიხდება და სასმელები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს. გარდა ამისა, ჩემს კოლექციაზე მეგობრებიც ზრუნავენ. ზოგჯერ ინტერნეტით ვიწერ ან ვცვლი. კოლექციონერთა ჯგუფებს შორის აუქციონები თითქმის ყოველდღე იმართება. აუქციონზე ნივთი არასოდეს დამითმია. იმდენად ძვირფასია ჩემთვის ეს კოლექცია, რომ ფასს ყოველთვის ბოლომდე მივყვები. ერთ ბოთლში 550 ლარიც კი გადამიხდია. 10000-ზე რომ ავალ, მინდა თბილისში, ტურისტულ ზონაში მუზეუმი გავხსნა.

- ამ უამრავი ბოთლიდან თქვენთვის ყველაზე ძვირფასს თუ გამოარჩევდით?
- 1964 წელს გამოშვებული ქართული ლიქიორი.

- როგორც საკოლექციო ნივთი თუ თქვენთვისაა ძვირფასი?
- ჩემთვისაა ძვირფასი, რადგან ქართულია. გარდა ამისა, ძვირფასი საკოლექციო ნივთიცაა - აღარ გამოდის, ფიზიკურად ვერ იშოვი. შესაბამისად, რაც დრო გადის, მისი ფასი უფრო და უფრო იზრდება. კონიაკი "თბილისი" არც ერთ კოლექციონერს არა აქვს. ის შემთხვევით, მშენებლობაზე ვიპოვე. 1964 წლის ქართული ლიქიორი კი ანსამბლ "შვიდკაცას" წევრმა, დათო შიშნიაშვილმა მაჩუქა. თურმე, მისი ბებია იმ ქარხანაში მუშაობდა ბუღალტრად, სადაც ამ ლიქიორს აწარმოებდნენ.
- მთლიანი კოლექციის დათმობა არასოდეს შემოუთავაზებიათ?
- არაერთხელ. მაგრამ შეუძლებელია ამ კოლექციას რაიმე კონკრეტული ფასი შეუსაბამო. ერთ-ერთს ვუთხარი, დაიწყე შეგროვება და 13 წლის შემდეგ მითხარი რას დააფასებ-მეთქი.

- უხეშად შეიძლება დავასახელოთ ამ კოლექციის ფასი?
- ძნელია თქმა, რადგან აქ 25-ლარიანი ბოთლებიც არის და 600-ლარიანიც. ისეთებიც, რომლებიც ფიზიკურად აღარსად იშოვება და შესაბამისად, ფასი ყოველდღიურად ემატება... მაქვს ბოთლი, რომელსაც 100 ბოთლში მიცვლიან, მაგრამ ვერ ვთმობ. რომ დავთმო, მერე მე უნდა დავუწყო ძებნა. სწორედ იმით ფასობს, რომ ფიზიკურად აღარ იშოვება. არასოდეს არც ერთი ბოთლი არ გამიყიდია, მხოლოდ ვჩუქნი ან ვცვლი. სარაჯიშვილის 8 კონიაკი მაქვს, რომელიც არსად იშოვება და დიდი მონდომებით ეძებენ კოლექციონერები.
- კოლექციის სიძვირფასე რით განისაზღვრება - ბოთლების საერთო რაოდენობით თუ იმ სასმელების, რომელიც უკვე აღარ გამოდის?
- ორივე კრიტერიუმით ფასდება. ზოგი მხოლოდ კონიაკებს აგროვებს, ზოგი ვისკებს ან ტეკილებს. ჩემთვის, მთავარია ბოთლი იყოს 50-გრამიანი.

- კოლექციის სიძვირფასე რით განისაზღვრება - ბოთლების საერთო რაოდენობით თუ იმ სასმელების, რომელიც უკვე აღარ გამოდის?
- ორივე კრიტერიუმით ფასდება. ზოგი მხოლოდ კონიაკებს აგროვებს, ზოგი ვისკებს ან ტეკილებს. ჩემთვის, მთავარია ბოთლი იყოს 50-გრამიანი. (განაგრძეთ კითხვა)

იხილეთ ასევე: 25 საოჯახო მარანი და ბაღდათელი მეღვინეების მიერ აღორძინებული გამქრალი ვაზის ჯიშები