დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი ოქროს მედალი შანხაის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

04 ივლისი, 2018წ

გაზიარება

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი ოქროს მედალი შანხაის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი ოქროს მედალი შანხაის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ Shanghai International Wine Challenge-ზე ოქროს მედალი მოიპოვა. ჟიურის რჩეული ქისი-2016 გახდა. შანხაის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2006 წლიდან იმართება და ჩინეთში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად მიიჩნევა. 

საუკეთესო ღვინოები ფარული დეგუსტაციის მეთოდით გამოვლინდა, რომელშიც, სხვა პროფესიონალებთან ერთად, მსოფლიოში აღიარებული ღვინის მაგისტრები: ბ-ნ როდერიკ სმიტი, ბ-ნ რობერტ გედესი და ბ-ნ მიკ ო’კონელი მონაწილეობდნენ.

გარდა ოქროს მედლისა, აღნიშნულ კონკურსზე „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნ ზაალ დუგლაძემ განაცხადა, „მოხარულები ვართ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ღვინოებმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში გამართულ კონკურსებზე. ახლახან დასრულებულ WinExpo Georgia 2018-ის ფარგლებში ჩატარებულ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი კომპანიის „მუკუზანი“ და „ტიბაანი“ ოქროს მედლებით დააჯილდოვეს“.

(R)

პოპულარული ღვინოები

61.95
4 სახეობის ღვინო საკოლექციო

4 სახეობის ღვინო საკოლექციო

27.5
Hankey Bannister Original Blended Scotch Whisky 0,7L

Hankey Bannister Original Blended Scotch Whisky 0,7L