დაბრაწული სტეიკის რულეტი კახურ საფერათან ერთად

27 ივნისი, 2018წ

გაზიარება

დაბრაწული სტეიკის რულეტი კახურ საფერათან ერთად

დაბრაწული სტეიკის რულეტი კახურ საფერათან ერთად

სხვადასხვა ვარირებული სახით მომზადებული სტეიკი ევროპული და ამერიკული სამზარეულოს ერთ-ერთი გვირგვინია. ცხადია ბრწყინვალეა მათთვის, ვინც განსაკუთრებით ხორცისგან მომზადებულ კერძებს ანიჭებს პირატებობას.

ამჯერად გთავაზობთ საკმაოდ რთულად მოსამზადებელ კერძს - დაბრაწული სტეიკის რულეტს, რომელიც შესახამებლად ყველაზე მეტად, წითელი ღვინის მოყვარულებს მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

გულსართი:

  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ;
  • ხახვი - 1 თავი;
  • ნიორი - 2 კბილი;
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით;
  • ისპანახის ქორფა ფოთლები - 5 ჭიქა.

სტეიკისთვის:

  • მარილი - 1 ს/კ;
  • პილპილი - 1 ჩ/კ;
  • ნიორი - 1 ს/კ;
  • პაპრიკა - 1 ს/კ;
  • საქონლის სტეიკის ფილე - 2 ცალი;
  • მდნარი ყველის ფირფიტა - 3 ცალი;
  • ფქვილი - 2 ჭიქა;
  • კვერცხი - 5 ცალი;
  • საფანელი - 3 ჭიქა.

სოუსი:

  • კარაქი - 1/4 ჭიქა;
  • ნიორი - 2-3 კბილი;
  • ფქვილი - 1/4 ჭიქა;
  • რძე - 2 ჭიქა;
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით;
  • მუსკატის კაკალი - 1/2 ჩ/კ.

მომზადების წესი

ტაფაზე გაახურეთ ზეითუნის ზეთი, 1 თავი მოხრაკეთ ხახვი, 2 კბილი დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ისპანახი, აურიეთ და თუშეთ, სანამ ისპანახი კარგად არ მოიწალება.

ჯამში ჩაყარეთ 1 ს/კ მარილი, პილპილი, პაპრიკა, ნივრის ფხვნილი, აურიეთ. აიღეთ ხორცის ნაჭერი წაუსვით სუნელების მასა ორივე მხრიდან, შემდეგ დაბეგვეთ კარგად. ზედაპირზე დააფინეთ ყველის ფირფიტები, გაანაწილეთ მოთუშული ისპანახი, გადაახვიეთ მჭიდრო რულეტად. შემდეგ გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

გაცივებული რულეტი ამოავლეთ ჯერ ფქვილის, შემდეგ კვერცხის, შემდეგ კი საფანელის მასაში. შემდეგ კვლავ კვერცხში და ისევ საფანელში. ქვაბში ან ფრიტიურში გაახურეთ ბლომად ზეთი,  შეწვით რულეტი 5 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან. გადაიტანეთ ცხაურზე და მოათავსეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.

ამასობაში მოამზადეთ სოუსი: ქვაბში გაადნეთ კარაქი, მოხრაკეთ მასში ნიორი, დაუმატეთ ფქვილი, თან ურიეთ. ჩაასხით რძე (არ შეწყვიტოთ მორევა), დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე დაფქული მუსკატის კაკალი. როგორც კი მასა წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემწვარი რულეტი დაჭერით და მოასხით მომზადებული სოუსი.

ღვინის შეხამება

კახური ტრადიციული მშრალი საფერავი სტეიკის რულეტს შესანიშნავად შეეხამება და დააბალანსებს კიდეც. როგორც იცით, საფერავი ხორციანი კერძების საუკეთესო მეწყვილეა და ორიგინალურად მომზადებულ სტეიკთანაც ძალიან სასიამოვნო დასალევი უნდა იყოს. ღვინის არომატები ბოლომდე შენარჩუნდება, გაანეიტრალებს სტეიკის ცხიმიანობას  და არ გადაფარავს კერძის გემოებს. სასურველია ღვინოს სუფრაზე ზედმეტად შეგრილებული სახით თუ არ გაიტანთ. ზოგადად საფერავს გაციება მაინცდამაინც არ უხდება.

ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის ფართო არჩევანიდან, დაბრაწული სტეიკის რულეტთან შესახამებლად "გიოს მარნის" 2016 წლის მოსავლის მუკუზანს, "ჩიგოგიძე ვაინსის" 2015 წლის მოსავლის საფერავი რეზერვს და "ხუციშვილების მარნის" 2016 წლის მოსავლის საფერავს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

პოპულარული ღვინოები

13.05
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

30
იბერიული ქინძმარაული

იბერიული ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

9.9
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი