"კასრელის" 2016 წლის მოსავლის პროდუქცია ექსპორტზე ჰოლანდიაში გავიდა

20 ივნისი, 2018წ

გაზიარება

"კასრელის" 2016 წლის მოსავლის პროდუქცია ექსპორტზე ჰოლანდიაში გავიდა

"კასრელის" 2016 წლის მოსავლის პროდუქცია ექსპორტზე ჰოლანდიაში გავიდა

მარანი "კასრელის" 2016 წლის მოსავლის პროდუქცია ექსპორტზე ჰოლანდიაში გავიდა, - ამის შესახებ ALLWINE.GE-ის მარან "კასრელიდან" აცნობეს.

მათივე ცნობით, 2018 წლის დასაწყისში ინტერნეტით შეიტყვეს ჰოლანდიელი მეწარმის, ბერნარდ ნაუტას შესახებ, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ქართული ღვინოების პოპულარიზაციას ეწევა. მისი კომპანია anderewijn.nl უკვე 10-მდე ქართული კომპანიის ღვინოებს ყიდის. მეტიც, ბერნარდის ორგანიზაცია აქტიურად აკეთებს პროდუქციის რეექსპორტსაც, რაც ჩვენებური ღვინის მოხვედრას აადვილებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

ჩვენს მომავალ პარტნიორს ჰოლანდიაში შევხვდით ამ წლის დასაწყისშივე და გავაცანით ჩვენი საქმიანობა და ღვინოები. მაისში ბერნარდი ბრძანდებოდა საქართველოში საკუთარ მეუღლესთან - რიასთან ერთად, რომელიც ასევე ღვინის სპეციალისტია და აქტიურადაა ჩართული საოჯახო ბიზნესში. სტუმრებმა მოინახულეს ჩვენი მარანი, დააგემევნეს 2016 და 2017 წლების მოსავლის ღვინოები (ჩიტისთვალა, მცვივანი, ქისი, ერეკლეს ღვინო, მწვანე-ქისი, ხიხვი-ქისი) და საკუთარი ჩანაწერებით და შთაბეჭდილებებით განაგრძეს მოგზაურობა საქართველოში. ამის შედეგად კი, 2018 წლის ივნისში განხორციელდა ჩვენი ღვინოების პირველი ექსპორტი. ბუნებრივია, ეს ამბავი ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ექსპორტი მოხდა ევროპაში და ასევე იმიტომ, რომ ქართული ღვინის ისეთ გულშემატკივრებთან გვაქვს საქმე, როგორებიც ბერნარდი და რია ბრძანდებიან, - ნათქვამია ინფორმაციაში.