როგორ უნდა მოვამზადოთ ხილის სალათი ლიქიორით - რჩევები

19 ივნისი, 2018წ

გაზიარება

როგორ უნდა მოვამზადოთ ხილის სალათი ლიქიორით - რჩევები

როგორ უნდა მოვამზადოთ ხილის სალათი ლიქიორით - რჩევები

ხილი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ბუნებამ შექმნა და დააჯილდოვა საოცრად სასარგებლო თვისებებით. ასევე, ზაფხული ხილის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

გთავაზობთ, ხილის სალათს ლიქიორით. ვფიქრობთ, რომ ასეთი სახით მომზადებული ხილი ბევრ თქვენგანს გასინჯულიც არ ექნება.

ინგრედიენტები

  • საზამთროს რბილობი - 300 გ;
  • ნესვის რბილობი, მწიფე - 300 გ;
  • ატამი ან მანგო - 2 ცალი;
  • მაყვალი - 1 ჭიქა;
  • შაქრის სიროფი - 3 ს/კ;
  • ხილის ლიქიორი - 3 ს/კ;
  • პიტნის ფოთლები - გასაფორმებლად.

მომზადების წესები

ნესვისა და საზამთროს რბილობიდან ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ბურთულები ან დავჭრათ სასურველ ფორმაზე.

ატამი ან მანგო გავფცქვნათ და თხლად დავჭრათ.

შაქრის სიროფს დავუმატოთ ლიქიორი. ხილი ერთად ავურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.