ქალაქ შანხაიში „მეღვინეობა ხარებას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

12 ივნისი, 2018წ

გაზიარება

ქალაქ შანხაიში „მეღვინეობა ხარებას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

ქალაქ შანხაიში „მეღვინეობა ხარებას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში "მეღვინეობა ხარებას" ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ახალი ოფისის გახსნის ცერემონიალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი, ასევე ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ხარებას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მოწვეულ სტუმრებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ და მთავარმა მეღვინემ, ვლადიმერ კუბლაშვილმა კომპანია და სამომავლო გეგმები გააცნეს.

საღამოს ვახშამი გაიმართა, სადაც სტუმრებმა "მეღვინეობა ხარებას" წარმოებული ღვინოები - "საფერავი პრემიუმი", "ხარება დაძველება", "მწვანე" და "რქაწითელი" დააგემოვნეს.

"ჩინეთის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან, რაც მომავალში ჩინეთში ბაზრზე კომპანიის წილის ზრდას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

21
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

თეთრი მშრალი