რა პოტენციალი აქვს ახალ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე

29 მაისი, 2018წ

გაზიარება

რა პოტენციალი აქვს ახალ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე

რა პოტენციალი აქვს ახალ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე

ქართველი მეღვინეებისა და ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული ღვინის ხარისხი იზრდება. ალბათ ამის მიზეზი და მამოძრავებელი ძალა ინდივიდების საბოლოო შედეგებზე ორიენტაციაა. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გასააზრებელი და დასახვეწია.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ქართული სხვადასხვა ტიპის საექსპორტო პოტენციალი წლიდან - წლამდე იზრდება. თუმცა ბევრი მეღვინის აზრით, ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია, რადგან უცხოელი მომხმარებლის მხრიდან სახეობებს შორის არჩევანი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. გარდა ამისა, საქართველოშიც ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი. პირველ რიგში, ქართველმა მომხმარებელმა უნდა გაარკვიოს რას მიირთმევს და ამავე დროს, მწარმოებელმა მას მიაწოდოს სახასიათო ღვინო, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მრავალფეროვნების გაცნობას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თვითონაც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდში ვართ. 

რაც შეეხება ქართული ღვინის ხარისხს და ექსპორტის ზრდას, აღსანიშნავია რომ ჯერჯერობით გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი შეუძლებელია. ქართული ღვინო ჯერ აღმოჩენის და განცვიფრების საგნია უცხოეთის განვითარებული ბაზრებისათვის. აქ საუბარი არაა ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე, რადგან ეს ცალკე ფენომენია. ქვევრის ღვინო იზიდავს მომხმარებელს მისივე წარმოების კონცეპტუალური მხარეებით და სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებებით.

პროცესი კონტროლირებული და გააზრებული უნდა იყოს, რადგან ბიზნესს თავისი კანონები აქვს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დავკარგოთ უნიკალობის შეგრძნება და მისკენ სწრაფვის სურვილი. რუსეთის და ჩინეთის ღვინის ბაზრები სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მოიტანენ, თუ ჩვენ ორიენტაცია ხარისხზე გვექნება და ასევე, მათ ბაზრებსაც გავაკონტროლებთ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში.

ლევან სეფისკვერაძე

იხილეთ ასევე: ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაორმაგდა