„საქართველო ღვინის სამშობლომ “ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს ღვინის სპეციალური ჩამოსხმა „26 მაისი “ მიუძღვნა

23 მაისი, 2018წ

გაზიარება

„საქართველო ღვინის სამშობლომ “ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს ღვინის სპეციალური ჩამოსხმა „26 მაისი “ მიუძღვნა

„საქართველო ღვინის სამშობლომ “ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს ღვინის სპეციალური ჩამოსხმა „26 მაისი “ მიუძღვნა

 კომპანია „საქართველო ღვინის სამშობლომ “ საქართველოს დამოუკიებლობის საიუბილეო თარიღს ღვინის სპეციალური ჩამოსხმა „26 მაისი “ მიუძღვნა. ამის შესახებ Allwine.ge კომპანიის ხელმძღვანელს ქეთევან ლაზარაშვილს ესაუბრა:

„ამ ღვინის გამოშვების იდეა ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. მართალია, შარშან ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის წელთან დაკავშირებით სპეციალური ჩამოსხმა გამოვუშვით, მაგრამ ის სხვა დიზიანის იყო. წელს კი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მხოლოდ სახელწიფოს მიერ დადგენილი ლოგოთი შემოვიფარგლეთ.  რაც შეეხება ეტიკეტის დიზაინს, ის ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქეთევან ლაზარაშვილმა.

ქართული ღვინის ბაზარზე კომპანია "საქართველო ღვინის სამშობლო” უკვე ერთი წელია არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ექსკლუზიური პროდუქტი წარმოადგინა. 21-ე საუკუნის 21 ქართველი მხატვრის საკოლექციო ღვინო შეზღუდული რაოდენობით გამოიცა.

„ჩვენი კომპანია ქართული ღვინის ბაზარზე უკვე ერთი წელია არსებობს. ღვინის მიმართ ინტერესი ჩემმა პაპამ ბავშვობიდან გამიჩინა. პაპა ქართლში ცხოვრობდა და მისი დაყენებული ღვინო ყველას ძალიან მოსწონდა, ის კარგი მეღვნე იყო. ეს საქმე მისთვის სიწმინდის დონეზე იყო, სულ მასწავლიდა, რომ ეს მადლიანი საქმეა და ამ საქმეს უნდა მოკიდო ხელიო. 8 წლის ვიყავი ყურძნის მტევნისა და ფოთლის თითბერი ბარელიეფი მაჩუქა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ვენახში დავყავდი, მეც კი მიკვირდა სხვა შვილიშვილებისგან განსხვავებით მე სულ ვაზზე და ღვინოზე მესაუბრებოდა, მასწავლიდა ვენახის გასხვლას, ისიც კი მახსოვს შეწამვლას როგორ მასწავლიდა, შემდეგ კი ამ პროცესში მონაწილეობაც მიმაღებინა.

2005 წელს, როცა პაპა გარდაიცვალა, დამიბარა - შვილო, ეს მარანი არ გააციოო... სწორედ ამის შემდეგ არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, როგორ მომეხერხებინა და საბოლოოდ მივაღწიე იმას, რომ სხვა ღვინოებთან ერთად საზოგადოებას საინტერესო საკოლექციო ნამუშევრები წარმოვუდგინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღვინები შეზღუდული რაოდენობის, მხოლოდ 100 ცალია. ყველა ბოთლი დანომრილია, მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ეტიკეტი დაბეჭდილია არა ქაღალდზე არამედ იმ ტილოზე, რომელზეც მხატვრები მუშაობენ. ყველა მხატვარმა ღვინის ეტიკეტზე თავისი ორიგინალიხელმოწერა დაიტანა. მომავალში ვაპირებთ რომ ეს პროექტი განმეორდეს და სხვა 21 მხატვრის ღვინო დამზადდეს, შემდეგ კი მე-20 საუკუნის მხატვრების ნამუშევრების, მწერლების და სხვათა ნამუშევრების ღვინო წარმოვადგინოთ“, - განაცხადა ქეთევან ლაზარაშვილმა

პოპულარული ღვინოები

33.75
საფერავი კახური

საფერავი კახური

წითელი მშრალი

46.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი