რას ნიშნავს მაღლარი, დაბლარი და ოლიხნარი ვენახი?

14 მაისი, 2018წ

გაზიარება

რას ნიშნავს მაღლარი, დაბლარი და ოლიხნარი ვენახი?

რას ნიშნავს მაღლარი, დაბლარი და ოლიხნარი ვენახი?

როგორც ცნობილია, ადამიანი თავდაპირველად ყურძენს ტყეში აგროვებდა, შემდეგ მან ვაზი ტყიდან გამოიტანა, მაგრამ მისი იმდროინდელი ცოდნა-გამოცდილება და ფანტაზია ტყის სინამდვილეს ვერ სცილდებოდა. მან ვაზის საყრდენად კარმიდამოსთან ახლოს მოზარდი ხემცენარე შეარჩია, ვაზი მიურგო და ტყესთან შედარებით უკეთესი პირობები შეუქმნა. გაცილებით გვიან ვაზის მოშენების ამგვარ წესს “მაღლარი” შეერქვა.

ტერმინი “მაღლარი პირველად ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიის 1745 წლის ხელნაწერში გვხვდება იმერეთისა და ეგრისის სანახების აღწერისას: “არამედ სვირს ზევით, აღმოსავლეთის კერძოს... და არს ესე ქუეყანა... ნიგვზნარ, ხილიან-ვენახიანი, ხეთა ზედა ასულნი, რომელსა უწოდებენ მაღლარსა ანუ ბაბილოსა.”

აღმოსავლეთ საქართველოს აღწერისას, ვახუშტი არსად არ ახსენებს მაღლარს, გულისხმობს, რომ როგორც წესი, ვენახი დაბლარად იყო გაშენებული. “მაღლარმა,” თითქმის 5 ათასი წლის განმავლობაში ალტერნატიული ფორმირების გარეშე იარსება, ვიდრე ადამიანმა გვიანი ბრინჯაოს ხანის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი რკინის ფართოდ ათვისების ხანაში არ მიაგნო ვაზის აღზრდა-ფორმირების სრულიად ახალ წესს, “დაბლარს.”

რევაზ რამიშვილის წიგნში, "ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიაში" ვკითხულობთ, რომ ეს გარდატეხა, ერთი ხელის დაკვრით არ მომხდარა. მაღალ ხეზე ასული ვაზი ადამიანს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა მოვლის თვალსაზრისით, რაც ხმელი და ზედმეტი ტოტების შეჭრა-დამოკლებაში გამოიხატებოდა. მას თან ერთვოდა ყურძნის კრეფის სირთულე, რაც ხშირად უბედური შემთხვევიბითაც კი მთავრდებოდა. ამიტომ, მაშინდელმა მევენახეებმა, ალბათ უკვე ნაკლებტენიან აღმოსავლეთ საქართველში იწყეს საყრდენის დადაბლება. თავდაპირველად მცირე ზომის ხეების გამოყენება სცადეს, მოგვიანებით, საყრდენი კიდევ უფრო გაამარტივეს და ვაზს მოჭრილი, რამოდენიმე ტოტიანი ხე-2-2,5 მეტრი სიმაღლის-მსხვილი ჭიგო (სარი) შეუყენეს. ამ სახის საყრდენს ქართველმა მეურნემ, გასულ საუკუნეში (შესაძლებელია უფრო ადრეც), “ოლიხნარი” შეარქვა და როგორც შემდეგ გაირკვა იგი დაბლარ მევენახეობაზე გადასვლის გარდამავალი ეტაპი აღმოჩნდა.

“ოლიხნარი,’’ როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, მეგრული წარმოშობის ტერმინია. იგი ისეთივე სიტყვაა, როგორც “ოჯალეში,” რაც ხეზე გასაშვებ ვაზს ნიშნავს (მოგვიანებით, ეს უკანასკნელი ვაზის სახელწოდებად იქცა). ამგვარად, “ოლიხნარი” ლიხნარზე, ანუ მაღალ ბუჩქნარზე გასაშვები ვაზის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო.

“დაბლარ” მევენახეობაზე გადასვლა, როგორც აღინიშნა, საეტაპო მოვლენა იყო საქართველოს მიწათმოქმედების ისტორიაში, იგი სამრეწველო მევენახეობის გაჩენას უკავშირდება, ეს უკანასკნელი კი ვენახში ჩასატარებელი სამუშაო პროცესების და ამ უკანასკნელისათვის საჭირო ინვენტარის სრულყოფას მოითხოვდა.

იხილეთ ასევე: იტყოდნენ, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო... - ლეგენდა, რომელსაც ქართველები ღვინოზე ჰყვებიან

 

 

 

პოპულარული ღვინოები

15.56
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

17
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

27.95
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

32.05
ქისი ქვევრის

ქისი ქვევრის