ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

07 მაისი, 2018წ

გაზიარება

ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ტორტი "სნიკერსი" - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ვფიქრობთ, რომ ტორტი "სნიკერსი" ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მისი მომზადების წესს. ვფიქრობთ, ტორტი "სნიკერს" წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ყველაზე კარგად შეეხამება. 

ინგრედიენტები:

  • ნაღები 35 % - 200 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 200 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ

კრემი:

  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • რძე - 3 ს.კ
  • შოკოლადი - 100 გ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 5
  • მოხალული არაქისი - 100-150 გ

მინანქარი:

  • /შოკოლადი - 100 გ
  • რძე - 4 ს.კ

მომზადების წესები

განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. შოკოლადი და რძე გაადნეთ ორთქლზე, ურიეთ სანამ კარგად არ გადნება და შეურიეთ გულებს. კარგად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და შეუირიეთ შოკოლადიან მასას. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, შეურიეთ მიქსერის გარეშე. ცომი გადაიტანეთ საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. გაციების შემდეგ მზა ბისკვიტი ორ თანაბარ ფენად გაჭერით.

კარგად გაციებული ნაღები და შაქრის პუდრა (გემოვნებით) ათქვიფეთ სანამ ნაზი კრემის კონსისტენციას არ მიიღებთ. ცალკე ათქვიფეთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი. წვრილად დაჭერით არაქისი.

ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით შესქელებული რძის კრემი, მოაყარეთ არაქისი, შემდეგ წაუსვით ნაღების კრემის ფენა და კვლავ მოაყარეთ არაქისი.

მეორე ბისკვიტის ფენას შიდა მხრიდან გადაუსვით კვლავ შესქელებული რძის კრემის ფენა და დააფარეთ პირველ ბისკვიტს. ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და რძე, გააგრილეთდა  მოასხით ტორტს ზემოდან. მოაყარეთ დაჭრილი არაქისი.

ღვინის შეხამება

ტორტი "სნიკერს" წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ყველაზე კარგად შეეხამება. ზოგადად ტკბილი ღვინო სწორედ დესერტთანაა შესაწყვილებელი.

ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინის რამდენიმე საფასო სეგმენტის ნიმუშებს ნახავთ. მათგან ჩიზქეიქთან შესახამებლად ღვინის კომპანია "შატო ნეკრესის" ქინძმარაულს, "სადმელის" ხვანჭკარას და "როიალ ხვანჭკარას" უსახელოურს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge