საექსპორტო ღვინის 96% დეგუსტაციისას დადებითად შეაფასეს

30 აპრილი, 2018წ

გაზიარება

საექსპორტო ღვინის 96% დეგუსტაციისას დადებითად შეაფასეს

საექსპორტო ღვინის 96% დეგუსტაციისას დადებითად შეაფასეს

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა, კომპანიები ღვინის ხარისხის კონტროლზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ პროცესი, რომლის ინიციატორიც თავად კერძო სექტორი იყო, შეუფერხებლად მიმდინარეობს. პირველი კვარტლის მონაცემები, კომისიამ 63 დეგუსტაცია უკვე ჩაატარა. სულ 2 439 ნიმუში იყო წარმოდგენილი, საიდანაც უარყოფითად 93 შეფასდა.

შეგახსენებთ, რომ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო დაექვემდებარა.აქამდე  ეს მხოლოდ ადგილისა და წარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა.

ცვლილებები კანონში გასული წლის 15 ივნისს მიიღეს და ძალაში მიმდინარე წლიდან შევიდა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17.7 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს. (წყარო)

პოპულარული ღვინოები

18.39
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

12.26
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

27.5
Hankey Bannister Original Blended Scotch Whisky 0,7L

Hankey Bannister Original Blended Scotch Whisky 0,7L

21.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი