რატომ ამბობს ბოლო დროს თამადობაზე უარს "ბედნიერების აკადემიის" დამაარსებელი

26 აპრილი, 2018წ

გაზიარება

რატომ ამბობს ბოლო დროს თამადობაზე უარს "ბედნიერების აკადემიის" დამაარსებელი

რატომ ამბობს ბოლო დროს თამადობაზე უარს "ბედნიერების აკადემიის" დამაარსებელი

"ექვსი და რვა საათი სუფრასთან ყოფნა, დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია" "ისევე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, პატივს ვცემ ადათ-წესებს, საკუთარი ქვეყნის ისტორიას... თუმცა, ამ დროს სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის წესი, რაც იყო ასი ან თუნდაც, 50 წლის წინ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დღესაც უნდა იყოს და მას ტრანსფორმირება არ სჭირდება. თუ არ იცვლები, კვდები! ან წინ მიდიხარ, ან უკან, ერთ ადგილას დგომა არ არსებობს!" - ამბობს ექიმი არსენ გვენეტაძე. ფართო საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მან კიბო დაამარცხა და დააარსა "ბედნიერების აკადემია", ხელი მოაწერა საბუთს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ორგანოების დონორი იყოს და ასე შემდეგ...

- ქართული სუფრის ტრადიციები საინტერესოა სტუმრისთვის, უცხო ადამიანისთვის, მაგრამ ბევრი რამ შესაცვლელია... მაგალითად, ექვსი და რვა საათი სუფრასთან ყოფნა (რაც მე და ალბათ თქვენც არაერთხელ გამოგვიცდია), დროის ფუჭ ხარჯვად მიმაჩნია! სიტყვა განათლებული კაცისა, შეკაზმული თავისი მოზომილობით, შექებითა თუ სურვილებით, საინტერესო და სასიამოვნოა, ხოლო მეორე მხრივ, როცა ერთი და იგივე ბრტყელი ფრაზა უნდა მოვარგოთ ნებისმიერ ადამიანს და უნდა ვთქვათ, რომ თითოეული მოვლენაა დედამიწაზე, ეს უკვე შესაცვლელია... დიახ, ადამიანი მოვლენაა და ის თავის დროზე გაჩნდა დედამიწაზე. ლექციას ასე ვიწყებდი, - ყველა თქვენგანი არის ღვთის რჩეული-მეთქი... მაშინ ჩემი ხედვა ასეთი იყო და ყველას განვუმარტავდი, - რადგან ამქვეყნად გაჩნდი, აბორტის შედეგად არ გაქრი ან ბუნებრივი გადარჩევის გზით არ შეწყდა ის ორსულობა, ვფიქრობ, რომ ღვთის რჩეული ხარ-მეთქი... რა თქმა უნდა, ამ ლოგიკას თავის ლოგიკა აქვს! დღეს ამ ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვუყურებ... ნებისმიერ ადამიანს განათლების, განვითარების, მსოფლმხედველობის, რწმენისა თუ წარმომავლობის მიხედვით აქვს რაღაც კარგი, რომელიც შეგიძლია მოძებნო, თუ ეს გინდა. ასევე, აქვს უარყოფითი და მასაც იოლად იპოვი, თუ ძებნას დაუწყებ. ყველას აქვს საქებარი და სუსტი წერტილი, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ საქებარი სიტყვები უნდა ვიძახოთ, მაშინ ის ტრანსფორმაციები, რომელიც ხდება და ახალგაზრდების დიდი ნაწილი სუფრასთან აღარ ატარებს შვიდ და რვა საათს, სწორი, მოქმედი და ლოგიკური განვითარებაა ტრადიციების... ყველა შეკრება და ურთიერთპატივისცემა სუფრასთან თითოეული მათგანის კულტურის მაჩვენებელია! თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ერთი და იმავე სიტყვის თორმეტჯერ გამეორება დიდი კულტურის მაჩვენებელი იყოს!


- განსაკუთრებულ თამადებს შორის ვინ გახსენდებათ?
- ბატონი გოგი დოლიძე ჩემი მეგობარია. გარკვეული წლების განმავლობაში აქტიურად მიწევდა ჩოხოსნებთან ერთად მოლხენა... გოგი ცნობილი თამადაა და მას "ნიუ-იორკ თაიმსმა" დიდი სტატია მიუძღვნა. მისი სუფრა ხმაურისა და ზედმეტი არასასიამოვნო ატრიბუტებისგან მაქსიმალურად თავისუფალია... კიდევ ვიმეორებ, რომ ერთ განათლებულ ადამიანს შეუძლია თქვას სიტყვა და მეორე განათლებული ადამიანისთვის სრულიად საკმარისი იქნება გაიგოს, როგორი მსოფლმხედველობის ადამიანთან აქვს საქმე. მეორე მხრივ, თამადობა შრომატევადი რამაა! ღვინის დიდი რაოდენობით მიღებასთანაც არის კავშირში, ეს კი არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის! არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ ამ ყველაფრით რომ აღვფრთოვანდე და ტაში შემოვკრა, ეს რა ვნახე დედამიწაზე-მეთქი, მთლად ასეც არ ვარ!

- თქვენ ურთულესი პერიოდი გამოიარეთ. იმ პერიოდში გქონდათ სურვილი, ქართულ სუფრებზე ხშირად ყოფილიყავით?
- ცხადია, იმ პერიოდს გულისხმობთ, კიბო რომ გადავიტანე... არც ისე დიდი ხნის წინ "ბედნიერების აკადემიის" ინიცირება დავიწყე და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც მქონდა ლექცია. 80 ქალბატონი იყო მსმენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. რა არის ბედნიერება და როგორ შეგვიძლია ის საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ? - ეს ჩემი სამუშაო არ არის, ამაში ფულს არავინ მიხდის, პირიქით - თავად ვიხდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საქმეა! შევქმენი ტილო, სახელად "ბედნიერება 85-15". პიროვნების ბედნიერების 85 პროცენტი ადამიანურ ურთიერთობებშია, მხოლოდ 15-ია პროფესიულ წარმატებაში... აქედან გამომდინარე, საზოგადოებასთან ყოფნა, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ყოველთვის გარკვეულ სიამოვნებას მოიცავს! როცა კიბო მქონდა, მაშინაც ყველგან დავდიოდი. ძალიან ცოტა პერიოდი იყო, როდესაც ფიზიკურად არ შემეძლო და ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... 54 წლის კაცი ვარ და ყველაზე დიდ პატივს თავისუფლებას ვცემ! ვალდებულების გამო მხოლოდ 15 წუთი თუ გავჩერდები სადმე... მაგალითად, კარნეგი ამბობს, იდეალურია, როდესაც შენი სამსახური შენი ჰობიაო... თუ ასეთი სამსახური არ გაქვს, უნდა შეცვალო და თუ შეცვლა არ შეგიძლია, ისე უნდა განეწყო, რომ საქმის კეთებით სიამოვნებას იღებდე! ალბათ, არასოდეს გინახავთ ვინმე სუფრაზე თოფით მიეყვანოთ. მასპინძელი იმის არის, რომ ოცჯერ გაგიმეოროთ: არ წახვიდეთ, კიდევ იყავით, აწი უნდა შემოვიტანო ტყემლიანი კვატიო... დიდი მადლობა, ბატონო, დიდებული რამეა თქვენი ტყემლიანი კვატი, მაგრამ დაგტოვებთ თუ შეიძლება, - ამას თავაზიანად ვიტყვი და წავალ. დამერწმუნეთ, თავს არავინ მოიკლავს ამის გამო...

განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: კოსმოსში გასაფრენად მზად არსენ გვენეტაძემ სომელიეს კურსები 52 წლისამ გაიარა - ცნობილი ექიმის საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტები

 

 

პოპულარული ღვინოები

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

13.95
ქისი-მწვანე

ქისი-მწვანე

თეთრი მშრალი

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

99.5
Writers Tears Copper Pot Irish Whiskey 0,7L + 2 glasses

Writers Tears Copper Pot Irish Whiskey 0,7L + 2 glasses