როგორ შევუხამოთ ნიგვზიანი ყაბაყი ქართლის ჩინურს

26 აპრილი, 2018წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ ნიგვზიანი ყაბაყი ქართლის ჩინურს

როგორ შევუხამოთ ნიგვზიანი ყაბაყი ქართლის ჩინურს

გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში ბოსტნეულისგან მომზადებული მსუბუქი კერძები ძალიან პოპულარულია. ამ კერძებთან მსუბუქი, თეთრი ღვინო საუკეთესო წყვილს შექმნის. გთავაზობთ ნიგვზით მომზადებული უგემრიელესი ყაბაყის რეცეპტს, რომელიც ერთ-ერთი მარტივად მოსამზადებელი კერძია და მისი გაკეთება ვფიქრობთ არავის უნდა გაუჭირდეს.

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი - 1 კგ;
  • ნიგოზი - 300 გ;
  • ხახვი - 2 თავი;
  • ქინძი - 1 კონა;
  • უცხო სუნელი - 1 ჩ/კ;
  • ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ;
  • ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ;
  • წითელი წიწაკა - 1 ჩ/კ;
  • მარილი;
  • ზეთი.

მომზადების წესი:

ყაბაყი გრძელ, თხელ ფენებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ. ამავე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ სანელებლები, მწვანილი, ძმარი და ხახვი. ნიგვზის მასა წავუსვათ შემწვარ ბოსტნეულს და გადავახვიოთ რულეტივით.

რჩევა: შეიძლება უმი ხახვიც გამოვიყენოთ, ოღონდ, ძალიან წვრილად უნდა დავჭრათ.

ღვინის შეხამება:

ზომიერად შეგრილებული ქართლის ცნობილი ღვინო - ჩინური (ჩინებული) ამ მარტივად მოსამზადებელ კერძს ძალიან კარგად შეწყვილება. ზოგადად, ჩინური ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული მსუბუქი ღვინოა, რომელიც ბოსტნეულს, თევზეულსა და მსუბუქ სალათებს ბრწყვინვალედ ეხამება. ჩინურისთვის დამახასიათებელი ყვავილების სურნელება და არომატულობა გაზაფხულსა და ზაფხულში საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

allwine.ge- ს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიიდან, ნიგოზში მომზადებულ ყაბაყთან შესაწყვილებლად "არბოს მარნის" 2016 წლის მოსავლის ჩინურს, "ჩიგოგიძე ვაინს"-ის 2015 წლის მოსავლის ჩინური-გორული მწვანეს კუპაჟურ ღვინოს და "შატროვანის" 2016 წლის მოსავლის ჩინურს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

 

პოპულარული ღვინოები

223
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

წითელი მშრალი

28.15
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

63
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი