იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა

25 აპრილი, 2018წ

გაზიარება

იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა

იტალიის ქალაქ ბარიში პირველი ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნა

იმის მიუხედავად, რომ ქართული ღვინო უკვე დასავლეთ ევროპაშიც მასიურად იყიდება, მთელი რიგი მიზეზების გამო (განსხვავებით ჩინეთისა და რუსეთისაგან) ქართული ბრენდული ღვინის მაღაზიისა და ბარის გახსნა ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომაც, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ, ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია გაიხსნა.

ობიექტი იტალიის ქალაქ ბარიში განთავსდა. კომპანიის ინფორმაციით, ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.

ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“ როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები.

როგორც ცნობილია, იტალიის ქალაქ ბარში ბოლო წლებში ბევრი ქართველი ემიგრანტი ჩავიდა და ეს ქალაქი ჩვენი თანამემამულეების ერთ-ერთი მთავარ ცენტრად რჩება. „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან 100 მეტრში, ტურისტულ ცენტრში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტი.

 

პოპულარული ღვინოები

129
10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)