ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტოჩინოშინს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცა

24 აპრილი, 2018წ

გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტოჩინოშინს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცა

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ტოჩინოშინს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინო გადასცა

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ქართველ სუმოისტებს ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) შეხვდნენ. შეხვედრას იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ლევან ცინცაძე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, დავით ტყემალაძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან საჩუქრად ლევან გორგაძეს 5-ლიტრიან ბოთლში, სპეციალურად გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოსხმული საფერავი გადასცა.

„2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ლევან გორგაძის გამარჯვება, საქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ტყემალაძე და თინათინ კეზელი, საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse“, ტოკიოს ეროვნული „უენოს“ მუზეუმის და ასევე „ნეზუს“ მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენის საკითხი განიხილეს. 2018 წელს, იაპონიაში, ადგილობრივ საგამოფენო სივრცეზე ადაპტირებული გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათეულ ათასობით ვიზიტორს მიეცა.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები „გაკუშიკაიკანის“ წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა. ორგანიზაცია უნივერსიტეტებს შორის კომუნიკაციისა და მეგობრობის გაღრმავების მიზნით შეიქმნა. გაერთიანების ფარგლებში, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება.

პოპულარული ღვინოები

62.1
კორპსაძრობი ბერკეტით (ვერტიკალური)

კორპსაძრობი ბერკეტით (ვერტიკალური)

19.96
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი