რომელია ის 28 სადღეგრძელო, რომელიც ქართულ თანამედროვე სუფრაზე უნდა დაილიოს?

19 აპრილი, 2018წ

გაზიარება

რომელია ის 28 სადღეგრძელო, რომელიც ქართულ თანამედროვე სუფრაზე უნდა დაილიოს?

რომელია ის 28 სადღეგრძელო, რომელიც ქართულ თანამედროვე სუფრაზე უნდა დაილიოს?

როგორი ტრადიციული რიტუალები იყო და რომელი სადღეგრძელოები ისმებოდა ძველ ქართულ საქორწინო სუფრებზე, ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ალბათ საინტერესოა, რა სადღეგრელეობს სვამენ დღევანდელ საქორწინო სუფრებზე... გელა ქოქიაშვილის წიგნში "სუფრავ გაშლილო - ლხინი ხარ" მივაგენით ავტორის მიერ წარმოდგენილ საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობას. ამ მცირე კვლევიდან ჩანს, რომ სრულ საქორწილო ქართულ თანამედროვე სუფრაზე სულ 28 სადღეგრძელო უნდა დაილიოს.

თანამედროვე საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა ასეთია:

1. სუფრის დალოცვა. დღის მადლის კურთხევა-დღეგრძელობა.
2. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო.
3. ქართულ სინამდვილეში იმ დღეს ყველა ქორწილისა თუ ნიშნობისადმი სოლიდარობის გამოხატვა-დალოცვა.
4. იმ დღეს ქართულ ოჯახებში ახლად დაბადებულთა (ძე თუ ასული) ამ ქვეყანაზე მოსვლის, მათი მომავალი ღირსეული ცხოვრების და ბედნიერების დალოცვა-სადღეგრძელო.
5. შეუღლების ოფიციალაურ დამადასტურებელთა, მეჯვარეების (ხელისმომკიდეების) დღეგრძელობა.
6. მეფე-დედოფლის მშობლების დღეგრძელობა.
7. თუ მეფეს ან დედოფალს მშობელი გარდაცვლილი ყავს, მათი ცალ-ცალკე დღეგრძელობა.
8. მეფე-დედოფლის დედმამიშვილების დღეგრძელობა.
9. მეფე-პატარძლის პაპა-ბებიების დღეგრძელობა.
10. მეფე-დედოფლის წინაპრების თამადობით, მაგიდის ყველა წევრის წინაპრების ხსენება-დღეგრძელობა.
11. მეფე-პატარძლის საახლობლოდან წასული პიროვნებების თამადობით, სუფრის ყველა წევრიდან წასულების სულის მოხსენიება.
12. მარადიული მცნების - სიცოცხლის დღეგრძელობა - ("სიცოცხლეს მაინც ვერ ჯობნის სიკვდილი შემაზრიალი" _ ვაჟა).
13. სიყვარულის და სიყვარულში გამხელილთა სადღეგრძელო მეფე-პატარძლის სიყვარულის თამადობით.
14. ქართული მიწის და ამ მიწაზე მშვიდობის დღეგრძელობა.

15. ქართველი კაცისა და მისი ნიჭიერების აღიარების სადღეგრძელო (დიდი წინაპრების გახსენება-დღეგრძელობა).
16. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქის თბილისის და ყველა კოლორიტი თბილისელის გახსენება - დღეგრძელობა.
17. ერის სულიერი მამის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია_მონასტრების და რწმენის სადღეგრძელო.
18. თუ ქორწილია ჯერ დედოფლის და თუ ნიშნობაა, პირიქით მეფის ახლო ნათესავ-მოყვრების დღეგრძელობა.
19. ანალოგიურად მაყრების სადღეგრძელო.
20. სუფრაზე მჯდომი მანდილოსნების თამადობით, ყველა მანდილოსნის (ქალის) სადღეგრძელო.
21. მეგობრობის მცნების და მეფე-პატარძლის მეგობრების თამადობით ყველა მაგიდის წევრთა მეგობრების დღეგრძელობა. 
22. მეფე-დედოფლის და მათი მშობლების თანამშრომელთა სადღეგრძელო.
23. მეზობლების სადღეგრძელო.
24. მომსახურე პერსონალის სადღეგრძელო.
25. მუსიკოს-შემსრულებლებისა და მომღერალთა სადღეგრძელო.
26. მოადგილეების დღეგრძელობა.
27. მეფე-პატარძლის თამადობით ყველა მაგიდის წევრის ხვალინდელი დღის დალოცვა-დღეგრძელობა.
28. თამადის მოადგილის ან ოჯახის უფროსის მიერ თამადის დღეგრძელობა. 

სხვათა შორის, ქორწილში ან სხვა სალხინო სუფრაზე სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთთან გამომშვიდობების დროს უკანასკნელ სადღეგრძელოს ე.წ. "სახლის (კარის) ანგელოზებისას" სვამდა. ამ სადღეგრძელოს წარმოთქმა აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ კუთხეში დღესაც იციან.

იხილეთ ასევე: რატომ იყო მიუღებელი ძველად საქართველოში სუფრასთან იარაღით ჯდომა და ვინ ინახავდა ლხინის დასრულებამდე მას

ტექსტში გამოყენებულია ფოტო პორტალიდან: georgianjournal.ge