რატომ უნდა მივირთვათ წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ვაშლის ღვეზელთან - რჩევები გურმანებს

18 აპრილი, 2018წ

გაზიარება

რატომ უნდა მივირთვათ წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ვაშლის ღვეზელთან - რჩევები გურმანებს

რატომ უნდა მივირთვათ წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ვაშლის ღვეზელთან - რჩევები გურმანებს

ეს უგემრიელესი "ვაშლის ღვეზელი" ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება. მისი მომზადებისთვის თქვენ მხოლოდ ათი წუთი დაგჭირდებათ. ვფიქრობთ, მას ყველაზე კარგად წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო შეეხამება.  

ინგრედიენტები

  •     კვერცხი - 3 ცალი;
  •     არაჟანი - 3 ს/კ;
  •     შაქარი - 100 გ;
  •     ფქვილი - 150 გ;
  •     გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ;
  •     ვაშლი - 2 ცალი.

მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა. ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას. ყველაფერი კარგად აურიეთ.

გარეცხეთ ვაშლი, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გულები და შემდეგ დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ დაჭრილი ვაშლი მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და დაასხით ცომი.

აცხვეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 10 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

ღვინის შეხამება

ვაშლის ღვეზელს წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო ყველაზე კარგად შეეხამება. ზოგადად ტკბილი ღვინო სწორედ დესერტთანაა შესაწყვილებელი, თუმცა ამ ღვეზელთან წითელი ბუნებრივად ტკბილი ღვინო მაინც გამორჩეულად საინტერესო იქნება.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: Gemrielia.ge.

 

 

 

პოპულარული ღვინოები

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

21
კახური წარჩინებული

კახური წარჩინებული

თეთრი მშრალი

26.5
ოჯალეში

ოჯალეში

წითელი ნახევრად ტკბილი