საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეორედ ჩატარდება

18 აპრილი, 2018წ

გაზიარება

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეორედ ჩატარდება

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეორედ ჩატარდება

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდება. კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. ასევე, მონაწილეებმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინონ: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით. ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული. წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ორგანიზატორიების მოთხოვნაა, რომ სადეგუსტაციოდ წარდგენილი ბოთლის ეტიკეტი შემდეგ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა და მოცულობა...

ასოციაცია "ქართული ღვინო" შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა უსაფრთხო ადგილას მოხდება, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით. საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. ჟიურის წევრების რაოდენობა მიღებული ნიმუშების რაოდენობით განისაზღვრება. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. 

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 3-6 მაისს გაიმართება. კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია "ქართული ღვინო". მხარდამჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

 

 

 

 

 

 

 

.