როგორ შევუხამოთ იმერულ ცოლიკოურს ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი

17 აპრილი, 2018წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ იმერულ ცოლიკოურს ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი

როგორ შევუხამოთ იმერულ ცოლიკოურს ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი

რადგან შესამჩნევლად დათბა და თეთრი, მსუბუქი ღვინის დროც მოვიდა, გადავწყვიტეთ ასეთი ტიპის ღვინოსთან საუკეთესო წყვილის შემქმნელი კერძის რეცეპტი შემოგთავაზოთ. ქათამი კარტოფილით და ქამა სოკოთი - ვფიქრობთ ბევრ გურმანს მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 400 გ;
  • ქამა სოკო - 400 გ;
  • კარტოფილი - 400 გ;
  • არაჟანი - 300 გ;
  • ნიორი - 2 კბილი;
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ;
  • ოხრახუში - პატარა კონა;
  • მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად. შეწვით ზეითუნის ზეთში 20-25 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ ჯამში

ქათამი დაჭერით საშუალო კუბიკებად, სოკო გაჭერით შუაზე, ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წმინდად. იგივე ტაფაში, სადაც კარტოფილი შეწვით მოხრაკეთ ქათამი სოკოსთან ერთად, დაუმატეთ ნიორი და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

დაუმატეთ არაჟანი და თუშეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ შემწვარი კარტოფილი, აურიეთ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

ღვინის შეხამება

როგორც უკვე ვთქვით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად თეთრი, მშრალი მსუბუქი ღვინის დროც დადგა. ასეთი ტიპის, საუკეთესო ქართული, ღვინო რა თქმა უნდა იმერული ცოლიკოური გახლავთ, რომელიც კარტოფილთან და სოკოსთან მომზადებულ ქათამს ყველაზე კარგად შეეხამება. სასურველია, ეს მაღალმჟავიანი, მსუბუქი ღვინო გრილად მიირთვათ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.

 

პოპულარული ღვინოები

28.95
საფერავი გაუფილტრავი

საფერავი გაუფილტრავი

წითელი მშრალი

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი

100.5
ალავერდი თეთრი

ალავერდი თეთრი