როგორ დავაინტერესოთ ევროპა ქართული ღვინით?!

16 აპრილი, 2018წ

გაზიარება

როგორ დავაინტერესოთ ევროპა ქართული ღვინით?!

როგორ დავაინტერესოთ ევროპა ქართული ღვინით?!

ცოტა ხნის წინ საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეული ვაჭრობის სფეროში პარტნიორობის დოკუმენტი ქართული ღვინის ბიზნესისთვის დიდი "სტიმულატორი" გახდებოდა და ქართული მეღვინეობა, ჩინური და რუსული ბაზრიდან, თავისუფალი სამყაროს მოთხოვნებზე ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყობოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამოუყენებლობის ძირითად მიზეზს ღვინის საწარმოთა დაბალი ინტერესი წარმოადგენს. გამოკითხული კომპანიების 63% აცხადებს, რომ აღნიშნული სავაჭრო რეჟიმით დაინტერესებული არ არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, გამოკითხულ კომპანიებში ძალიან მცირეა ექსპორტით დაკავებული საწარმოები. თუმცა, თუ ექსპორტიორ კომპანიებს ცალკე გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ მათი 70% არ იყენებს აღნიშნულ რეჟიმს და, თითქმის, ნახევარი (46%) - არც არის ამით დაინტერესებული. 

ღვინის ექსპერტების აზრით, სამწუხაროა რომ დასავლეთში მაღალი ხარისხის, არომატული ბუკეტით სავსე ქართული, ღვინოები ჯერ კარგად არ იციან. როგორც ცნობილია, ევროპაში მოთხოვნები სხვა არის. ასევე კონკურენციის გაწევა ცნობილ ქვეყნებთან გვიწევს, რაც ამ ერთი, პატარა ქვეყნისთის არც ისე ადვილია. თუმცა ბევრ მეღვინეს იმედი აქვს, რომ მიმდინარე მოვლენები ძალიან დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის და ქართული ღვინის პოპულარიზაციაში...

თავისუფალ სამყაროში, სწორად მიტანილ ღვინოს პირველ რიგში დიდი ცნობადობა მოაქვს. თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო და განსასაზღვრია, თუ რამდენად სწორად მივაწვდით ინფორმაციას ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე. ექსპერტები ქართულ ღვინის მარნებს ურჩევენ, რომ პირველ რიგში იფიქრონ ხარისხზე და მერე რაოდენობაზე.

ქართული მცირე მარნების მფლობელების უმრავლესობა დასავლეთის ბაზარს ისევ იმედის თვალით უყურებს. უკვე ბევრს ღვინის რეალიზაციის პრობლემაც მოხსნილი აქვს და მათთვის მთავარი ქართული ღვინის სხვა ღვინოებთან ხარისხობრივი კონკურენციაა.

ევროპასთან და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ეს ევროკავშირთან ხელმოწერილმა ხელშეკრულებებმაც დაადასტურეს და არავინ დაობს იმაზე, რომ ამ სამყაროსთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ქართული ღვინის ბიზნესის მაგალითიც გვიჩვენებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირებით სასურველი "ხეირი" საქართველოს ჯერ არ უნახავს და ქართული პროდუქტები - პირველ ყოვლისა კი ღვინო - ძირითადად ძველი, კარგად ნაცნობი და "გათელილი" გზით კვლავ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადის, სადაც ხარისხზე დიდი მნიშვნელობა სასმელის სიიაფეს ენიჭება.

ღვინის ექსპერტები და მარკეტინგის სპეციალისტები იმაზე თანხმდებიან, რომ ქართულ ღვინოს, ქვეყანაში წარმოებული ღვინის საერთო მცირე მოცულობის გამო, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე იაფფასიან სეგმენტში კონკურენციას ნაკლებად გასწევს. ფაქტია, რომ  ჩვენი ღვინის ადგილი საშუალო და ძვირ საფასო სეგმენტში უნდა ვეძიოთ.

ლევან სეფისკვერაძე

 

 

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

20.1
კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

30.95
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

44.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი