რჩევები ღვინის და სპორტის მოყვარულებს - როგორ შევარჩიოთ ღვინო სპორტის სხვადასხვა სახეობის მიხედვით

11 აპრილი, 2018წ

გაზიარება

რჩევები ღვინის და სპორტის მოყვარულებს - როგორ შევარჩიოთ ღვინო სპორტის სხვადასხვა სახეობის მიხედვით

რჩევები ღვინის და სპორტის მოყვარულებს - როგორ შევარჩიოთ ღვინო სპორტის სხვადასხვა სახეობის მიხედვით

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ლუდის მოყვარულთა თამაშად ითვლება. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ღვინის მოყვარულთა კავშირის წევრები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სახალისო სტატია გაავრცელეს, სადაც არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სპორტის თითქმის ყველა სახეობის ღვინოსთან "შეხამებაზე" საუბრობენ.

ისინი ფიქრობენ, რომ რადგან საფეხბურთო ჩემპიონატების უმრავლესობა შემოდგომაზე იწყება და ეს პერიოდი წითელი ღვინის სეზონია, ფეხბურთთან იდეალურ წყვილს სწორედ წითელი ღვინოები შექმნის. განსაკუთრებით კი სხეულიანი წითელი ღვინოები, როგორიცაა:  ფრანგული კაბერნე "სოვინიონი", შირაზი, მალბეკი და სხვა... ასეთ ღვინოებს, ყველაზე კარგად ნაკვერჩხალზე მომზადებული ღორის სტეიკი შეეხამება.

კალათბურთი სპორტის ურბანული სახეობაა. როგორც ცნობილია, სპორტის ამ სახეობაში თავგამოჩენილი ვარსკვლავები, როგორც წესი, დიდ ქალაქებში იბადებიან და იზრდებიან. ამიტომ, კალათბურთს ყველაზე მეტად, დიდ ქალაქებში პოპულარული, ცქრიალა ღვინოები/შამპანურები უხდება. განსაკუთრებით კი, ვარდისფერი ცქრიალა და თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინოები.

ბეისბოლის ტურნირები, როგორც წესი, ზაფხულში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. რადგან ბეისბოლის "სეზონი" ზაფხულშია, ბევრი ფიქრობს, რომ ბეისბოლისთვისაც ყველაზე შესაფერისი სასმელი ლუდია. ღვინის მოყვარულები კი ვარაუდობენ, რომ ამ სახეობას ყველაზე კარგად ოდნავ შეგრილებული მშრალი ღვინოები: სოვინონ ბლანი, რისლინგი, მუსკატი პინო გრიჯიო შეეხამება.

იხილეთ ასევე: სახალისო პოსტი ღვინისა და ფეხბურთის მოყვარულებისთვის - რომელ ღვინოებს ჰგვანან მსოფლიოს ნაკრებები

 

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

12
კისისხევის საფერავი ქვევრი

კისისხევის საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი

13.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

16.83
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი