პროექტის "10 ღვინო რომლიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ორი ბრმა დეგუსტაცია გაიმართება და ღვინოები საბოლოოდ შეირჩევა

02 აპრილი, 2018წ

გაზიარება

პროექტის "10 ღვინო რომლიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ორი ბრმა დეგუსტაცია გაიმართება და ღვინოები საბოლოოდ შეირჩევა

პროექტის "10 ღვინო რომლიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში ორი ბრმა დეგუსტაცია გაიმართება და ღვინოები საბოლოოდ შეირჩევა

ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა ცნობილია, ახლა კი ამ სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოვლენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტში "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" მონაწილეობა 40-ღვინის კომპანიამ მიიღო.

საფერავი, ტვიში, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - ეს კი რჩეული სახეობების ჩამონათვალია, რომელიც ფართო საზოგადოების მონაწილეობით გამოვლინდა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღვინის იმ კომპანიებს, რომლებმაც ნიმუშები მოგვიტანეს და ჩაერთვნენ ამ მართლაც, ისტორიულ პროექტში. ყველა მათგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი საამიშვილი.

ღვინის კომპანიების რეგისტრაციის შემდეგ პროექტის ორგანიზატორი "პალიტრა მედია ჰოლდინგი" ორ ბრმა დეგუსტაციას მოაწყობს 2-3 აპრილს, რომლის შედეგადაც უკვე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან.

ამ დეგუსტაციის საფუძველზე ღვინის ექპერტები რჩეულ ღვინის კომპანიებს გამოავლენენ. დეგუსტაციამდე მათი ვინაობა კონფიდენციალურია.

პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე პროექტის პრომოუშენი დაიწყება და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.

იხილეთ ასევე: ქართული ღვინის 10 რჩეული სახეობა გამოვლენილია - პროექტის მეორე ეტაპი სტარტს იღებს

პოპულარული ღვინოები

87.2
ალავერდის ტრადიცია

ალავერდის ტრადიცია

8.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

63
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

17.6
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

44.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი