"ნაოტრების" ღვინო - ძმებმა ნეშუმაშვილებმა ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქციეს

19 მარტი, 2018წ

გაზიარება

"ნაოტრების" ღვინო - ძმებმა ნეშუმაშვილებმა ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქციეს

"ნაოტრების" ღვინო - ძმებმა ნეშუმაშვილებმა ოჯახური ტრადიცია ბიზნესად აქციეს

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მდებარე მარანი "ნაოტრები" უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ღვინის ბაზარზე გამოჩნდა. ძმების, ბექა და ალექსანდრე ნეშუმაშვილების მიერ შექმნილმა ღვინოებმა პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როდესაც ისინი "გლეხური მარნის" არეალში მოქმედებდნენ. ამის შემდეგ, მათი წარმოება განვითარდა, ღვინის ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს, ერთ-ერთ ცნობილ და საუკეთესო ნატურალურ ღვინოდ ითვლება.

მარან "ნაოტრების" ერთ-ერთი მფლობელი, ბექა ნეშუმაშვილი ALLWINE.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ მის ოჯახს მეღვინეობის დიდი ტრადიცია გააჩნია.

ბექა ნეშუმაშვილი, მევენახე-მეღვინე: „ჩემი ინტერესი ბოთლში ღვინო ჩამომესხა, მევენახეობასთან პირველივე შეხებისას დაიწყო. ეს ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც მე და ჩემმა ძმამ საკუთარი ვენახის გაშენება დავიწყეთ.

ამ დროს, ჩვენს ოჯახს 30 წლიანი ვენახი ჰქონდა. სწორედ იმ ვენახში ვისწავლე მევენახეობა, ვაზის მოვლა და შემდგომ, ტრადიციულად ღვინის დაყენება. ამის შემდეგ, მამამ მიწა შეგვიძინა და ვენახის გაშენებაში დაგვეხმარა. რაც შეეხება ბოთლში ღვინის ჩამოსხმას, პირველად 2011 წლის მოსავალი 2012 წელს ჩამოვასხი. ამ საქმეში უდიდესი წვლილი გიორგი ბარისაშვილს უკავია, რადგანაც ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი და მან ამიხსნა თუ რა არის ტრადიციული ქართული ღვინო და რომ მთავარია ღვინო და არა ტექნოლოგიური ხაზი.

– მეღვინემ ღვინის დაყენებისას რა უნდა გაითვალისწინოს და თქვენ, რა ღვინოებს აწარმოებთ?

ღვინის დაყენებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია: რა ტიპის ღვინო გვსურს რომ დავაყენოთ. ამის შემდეგ ვარჩევთ ნიადაგს და ჯიშებს, ან კონკრეტულ ჯიშს.

ჩვენს შემთხვევაში ვაწარმოებთ: რქაწითელს - ტრადიციული წესით, საფერავს - კლასიკური წესით, კახურ მწვანეს - ტრადიციულს ქვევრში, როზეს, ბუდეშურს თეთრს და ქისს.

– რით არის გამორჩეული სოფელ "ზინობიანის" მევენახეობა-მეღვინეობა და აქვე გვითხარით, საიდან მომდინარეობს თქვენი კომპანიის სახელწოდება?

ჩვენ ვენახები, ჩვენი სოფლის, ზინობიანის ცნობილ ტერუარში გვაქვს გაშენებული, რომელსაც "ნაოტრები" ჰქვია. ნაოტრები ცნობილია როგორც საუკეთესო ხარისხის, თეთრი ყურძნის ტერუარი. ასევე, აქ მოყვანილი რქაწითელით, მწვანე კახურით და სხვა საღვინე ჯიშებით, ის ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო მევენახეობის მხარედ, რაც ილია ჭავჭავაძის გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული ერთ-ერთ პუბლიკაციურ წერილში დასტურდება. ჩვენი კომპანიას სახელწოდებაც შპს "ნაოტრები" სწორედ აქედან გამომდინარეობს.

– თქვენი აზრით, რატომ არის გამორჩეული ქვევრი და მასში დაყენებული ღვინო?

ჩემი აზრით, ქვევრის ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალური 8000 წლიანი ისტორიით, ტრადიციული კახური წესით დაყენებული ღვინით, არომატით, ფერით და სურნელოვანი ბუკეტით. რა თქმა უნდა, ის რომ ქართულია და მასში წარმოქმნილი ალკოჰოლური დუღილისთვის ოპტიმალური გარემოა, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს.

– დაბოლოს, რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ მეღვინეებს?

–  დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ ტრადიციების გათვალისწინებას, ქვევრში ღვინის დაყენებას, ასევე ღვინის ტექნოლოგიურ შესწავლას. კარგი ღვინის ცნობას და მის დაფასებას.

ლევან სეფისკვერაძე

 

 

 

პოპულარული ღვინოები

35
იბერიული საფერავი ქვევრის

იბერიული საფერავი ქვევრის

წითელი მშრალი

41.95
ოჯალეში

ოჯალეში

წითელი ნახევრად ტკბილი

26.95
საფერავი მუხის კასრის

საფერავი მუხის კასრის

წითელი მშრალი