ქათმის ფილე პარმეზანით ტომატის წვენში და თეთრი მშრალი ღვინო

12 მარტი, 2018წ

გაზიარება

ქათმის ფილე პარმეზანით ტომატის წვენში და თეთრი მშრალი ღვინო

ქათმის ფილე პარმეზანით ტომატის წვენში და თეთრი მშრალი ღვინო

ქათმის ფილე პარმეზანით ტომატის წვენში ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ფრინველის ხორცი უყვარს. ვფიქრობთ, რომ ამ კერძს ყველაზე კარგად თეთრი მშრალი ღვინო შეეხამება. ტრადიციულად, ჩვენი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიიდან "ALLWINE.GE" რამდენიმე ღვინის კომპანიის და მცირე მარნის ღვინოს წარმოგიდგენთ, არჩევანი კი თქვენზეა. 

ინგრედიენტები

  •     ქათმის ფილე - 3 ცალი;
  •     მოცარელა ან სულგუნი - 1/2 ჭიქა;
  •     ფქვილი - ამოსავლებად;
  •     საფანელი - ამოსავლებად;
  •     კვერცხი - 2 ცალი;
  •     პარმეზანი, გახეხილი - 1/2 ჭიქა;
  •     ტომატი ან ახალი პომიდორი (გახეხილი) - 3 ჭიქა;
  •     რეჰანი, ბაზილიკი ან შაშკვლავი - 3 ს/კ;
  •     მარილი და პილპილი - გესაფორმებლად;
  •     ზეთი - შესაწვავად.

მომზადების წესები

ქათმის ფილე დაამარილეთ, მოაყარეთ პილპილი, გაჭერით სიგანეზე, ოღონდ ბოლომდე არა. ამოავსეთ გახეხილი მოცარელათი ან სულგუნით, ამოავლეთ ჯერ ფხვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.

გამოსაცხობ ფორმაზე დაასხით გახეხილი პომიდვრის ნახევარი, დაალაგეთ შემწვარი ქათმის ფილე, მოასხით კიდევ ტომატი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და ბაზილიკი (ან რეჰანი/შაშკვლავი). აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

ქათმის ფილე პარმეზანით თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად... 

ღვინის შეხამება: ტომატის წვენში მომზადებულ ქათმის ფილეს პარმეზანით ყველაზე კარგად თეთრი მშრალი ღვინო შეეხამება.

ჩვენი ღვინის ინტერნეტ მაღაზიიდან ამ კერძთან "თბილღვნოს" 2015 წლის მოსავლის რქაწითელს, "ნიამორის" 2016 წლის წინანდალს და "ვაზისუბნის მამულის" 2016 წლის მოსავლის ქისს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია მასალა პორტალიდან:gemrielia.ge