ვინ არის "ნამდვილი" თამადა და რისი ცოდნა მოეთხოვება მას

12 მარტი, 2018წ

გაზიარება

ვინ არის "ნამდვილი" თამადა და რისი ცოდნა მოეთხოვება მას

ვინ არის "ნამდვილი" თამადა და რისი ცოდნა მოეთხოვება მას

საქართველოში სუფრა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები ქართული ყოფის ტრადიციებმა შექმნა. როგორც ცნობილია, ღვინის სმა სუფრასთან პატარ-პატარა ჭიქებით იწყებოდა, (დასახელებულ ჭიქებს დღესაც ღვინის ჭიქებს ეძახიან) რათა ორგანიზმი ალკოჰოლს შეგუებოდა. განსხვავებული სასმისით მხოლოდ ცალკეულ სადღეგრძელოებს სვამდნენ. ღვინის სასმისის პირამდე შევსება ულამაზოა. ოქროს წესად მიჩნეულია, დიდ სასმისში ღვინის მოცულობის მეოთხედის ჩასხმა, ხოლო პატარა სასმისში მესამედი რაოდენობის. 

ქართულ ყოფაში უამრავი სადღეგრძელოები არსებობს, რომლებიც ჩვეულებრივ თუ მიზნობრივ პურობაზე წარმოითქმება, მათ შორის ძველი ქალაქური (ყარაჩოხელების) გამოთქმული, თავისუფალი, არყის დროს თქმული სადღეგრძელოები. როგორც ცნობილია, სადღეგრძელოებს ლუდის სმის დროსაც კი ამბობენ (სახუმარო, იუმორისტულ). ქართულ სუფრასთან დაკავშირებული მეტად საინტერესო წიგნის ავტორის, გელა ქოქიაშვილის აზრით, თითოეულ თამადას თავისი პიროვნებისათვის დამახასიათებელი მასშტაბები, ხელწერა, მანერა, ხასიათი და სახე ქონდა.

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, კარგმა თამადამ ზედმიწევნით (გამორჩეულად) უნდა იცოდეს ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები, ადათ-წესები და წეს-ჩვეულებები; ასევე უნდა იცოდეს საქართევლოს ისტორია, ქართული პროზა, პოეზია, ხალხური ზეპირსიტყვიერება; სასურველია კარგად სვამდეს (არ არის აუცილებელი ბევრს და უზომოდ სვამდეს); კარგი მჭევრმეტყველი და იმპროვიზატორი უნდა იყოს, ასევე ესმოდეს იუმორი; უნდა შესწევდეს სუფრის წარმართვის უნარი, რეგულირების და წესრიგის დამყარების; იყოს მუსიკალური (შეეძლოს სიმღერა და ცეკვა).

საქართველოში ბევრი გამოჩეული და კარგი თამადაა, რომლებმაც "ქართულ სუფრას" სულიერებით სავსე, დიდებული და ულამაზესი ელფერი შესძინეს. ასეთებად შეიძლება დავასახელოთ: შედან ჭილაძე, გულბაათ ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, ყაფლან ორბელიანი, იოანე ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, დავით ერისთავი, თედო რაზიკაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა დადიანი და სხვები...

იხილეთ ასევე: როგორი უნდა იყოს ნამდვილი თამადა - ნუგზარ მოლაშვილის თვალით დანახული ქართული სუფრული ტრადიცი