"კაბინეტი", "ზეტეკი", "ტაფელვაინი" - ტერმინები, რომელებიც გერმანული ენიდან მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრდა

08 მარტი, 2018წ

გაზიარება

"კაბინეტი", "ზეტეკი", "ტაფელვაინი" - ტერმინები, რომელებიც გერმანული ენიდან მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრდა

"კაბინეტი", "ზეტეკი", "ტაფელვაინი" - ტერმინები, რომელებიც გერმანული ენიდან მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრდა

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ღვინის წარმოების კუთხით გაბატონებულია იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, გერმანია ის ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად მუდამ აწარმოებდნენ სხვადასხვანაირ, გამორჩეულ ღვინოებს. ასევე, ვენახების ფართობები ყოველდღიურად იზრდება. აქვე, ძალიან საინტერესოა ის ტერმინები და გამოთქმები, რომლებიც მსოფლიოს მეღვინეობაში გერმანიიდან დამკვიდრდა.

გთავაზობთ, გერმანულენოვან რამდენიმე სიტყვას და ტერმინს, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის უცნობი და ამავდროულად საინტერესო იქნება. 

რისლინგი - გერმანული ვაზის მეფე. (წარმოშობით ვაზი "რინიდანაა"). მან შეიძლება შესანიშნავი ნატურალური და საკმაოდ ელეგანტური ბუკეტის მქონე ღვინო მოგვცეს. ის საუკეთესო თეთრ ღვინოებს მიეკუთნება, ალკოჰოლის სუსტი შემადგენლობით. ის საკმაოდ ბუკეტიანი და შენახვის დიდი პოტენციის მქონეა. ,,ბოტრიტის სინერეას" წყალობით ის საკმაოდ ტკბილ ღვინოებს იძლევა.

ლიიბე ფრაუ მილხ (Liebfraumilch) - (საყვარელი ქალის რძე): დაყენებული, გერმანული თეთრი და სრულიად ნატურალური, რომელიც გერმანიის ღვინის ექსპორტის 50%-ზე მეტს შეადგენს.

ნატურვაინი (Naturwein) - (ბუნებრივი ღვინო) გერმანული ტერმინი შაქრის დამატების გარეშე დამზადებული ღვინისთვის.

ტაფელვაინი (Tafelwein) - გერმანული ტერმინი მაგიდის ღვინისათვის.

ზეკტი (Sekt) - გერმანული ტერმინი შუშხუნა ღვინოებისთვის. "ზეკტი" უმეტესწილად ჩარმატული პროცესით იწარმოება.

ვაინკელერაი (Weinkellerei) - გერმანული ტერმინი ღვინის მარნისათვის.

აისვაინი (Eiswein) - ცნობილი გერმანული ტკბილი ღვინო, რომელიც გვიან მოკრეფილი, ვაზზე მიყინული ყურძნისაგან მზადდება. აწარმოებენ გერმანიაში და ესპანეთში.

კაბინეტი (Kabinett) - გერმანული მსუბუქი თეთრი ღვინო დამზადებული დამატებითი შაქრის გარეშე, რომელსაც ალკოჰოლის შედარებით დაბალი შემცველობა ახასიათებს.

ბერენაუსლიზე ( Beerenauslese) - ტკბილი, გერმანული თეთრი ღვინო აუსლიზედან დამზადებულია გვიან მოკრეფილი "ბოტრიტიანი" ყურძნისაგან. ყველა სხვა ტკბილ, თეთრ ღვინოსთან შედარებით მას მეტი სინაზე და დახვეწილობა ახასიათებს. ჩვეულებრივ ეს ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია.