რას წერდა ჟურნალი "ცისკარი" 1852 წელს, ევროპული ტიპის ღვინის დაყენებაზე

06 მარტი, 2018წ

გაზიარება

რას წერდა ჟურნალი "ცისკარი" 1852 წელს, ევროპული ტიპის ღვინის დაყენებაზე

რას წერდა ჟურნალი "ცისკარი" 1852 წელს, ევროპული ტიპის ღვინის დაყენებაზე

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენ უკვე განვიხილეთ მე-19 საუკუნის შუა ხანებში ქართულ ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნებული მეტად საინტერესო სტატია, რომელიც დაავადებული ღვინის მოვლის ხერხებს ეხებოდა. ჩვენ ახლა მივაკვლიეთ 1852 წელს გამოცემული ჟურნალის კიდევ ერთ უნიკალურ ნომერს, სადაც ღვინის ევროპულად (ევროპულ გვარზედ) დაყენებაზეა საუბარი. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება, თუ როგორ აყენებდნენ ევროპული ტიპის ღვინოს საქართველოში 170 წლის წინ.

"გაკეთება ღვინისა ევროპიულ გვარად"

კარგი ღვინო დადგება შემდგომთა თვისებათაგან: რამდენიც მომატებული სპირტის თვისება აქეს ტკბილსა იმდენი იქნება მაგარი და დამათრობელი. ღვინოს უნდა ჰქონდეს შაქრის თვისება თორემ არ ადუღდება კარგათ და ღვინო მალე წახდება.

კარგ ღვინოს უნდა ჰქონდეს სიმჟავის თვისება, შემდგარი ღვინის მარილისა ანუ ქვისაგან, მაგრამ იმდენი არ უნდა ჰქონდეს როგორც შაქარი და სპირტი; ქართლული ღვინო ამისთვის არის მდაბალი რომ სიმჟავე უმეტესი აქვს ვინემ ზემოხსენებული თვისებანი.

უნდა ჰქონდეს ღვინოს ბუნებითი კარგი სუნი, რომელიც არის უკეთესი თვისება, სხვა და სხვა გვარის ღვინის მიზეზნი არიან ათასნი. ხშირად სხვა და სხვა გვარი დაყენება ყურძენზედაც არის უმეტესი მიზეზი ეგრეთვე ჰაერის ცვლილებითა მიწისაგან ასე რომ ერთს წელიწადს დადგება კარგი ღვინო მხარესა ცხელსა როცა წელიწადი არის ხმელი ყოველთვის ღვინო კარგი დადგება, და როცა არის წელიწადი წვიმიანი მომჟაო; ხანდის-ხან ყურძენი არის უმეტესი მიზეზი ამისათვის რომ ზოგი მარცვალი არის მწიფე ზოგი მკვახე, თუ გინდათ რომ კარგი ღვინო დადგეს უნდა გაარჩიოთ ყურძენი მწიფე მკვახისაგან მაგრამ ყველაზედ უმჯობესია სამის დღის წინათ ვინამ დაჰკრეფამდეთ ყურძნის ყუნწი უნდა დაგრიხოს ამისთვის რომ წყალის ნაწილი შეაშრება და შაქარი ბევრი გაკეთდება მტევანში ზოგი მაშინით სწურავენ მაგრამ არ ვარგა ყურძნების კლერტი იჭყლიტება და იმის ქვენი მწკლარტე გემოს აძლევს ღვინოს.

თუ ზემო ხსენებული გვარად იქნება მოკრეფილი ყურძენი და გადარჩეული პირველი გამოსული კტბილი უკეთესი იქნება, და ამას ცალკე აყენებენ, ამისათვის რომ ბოლოს ძალიან დაქაჯულ ტკბილს სიმჟავე და შაბის გემო გამოჰყვება კლერტოს, კურკისა და ჭაჭისა დაჭყლეტიდა.

დაწმინდა ღვინისა - თეთრ ღვინოს დასწმენდს უცხოთ: ბალის წებო "პარაშოკათ" გააკეთეთ სამი მისხალი ორკოკას ეყოფა, წებოს მაგიერ შეიძლება იხმაროს ირმის რქა რო მოხარშო წყალში სქელ წვენს ანუ გალარეტს გამოიღებს რო ჩაასხა ესეც დასწმენდს.

იხილეთ ასევე: რას წერდა ჟურნალი "ცისკარი" 1852 წელს, დაავადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე

პოპულარული ღვინოები

41.95
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი

12.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

31.95
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი