როგორ აღვადგინოთ გაბზარული ქვევრი - რჩევები მეღვინეებს

27 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

როგორ აღვადგინოთ გაბზარული ქვევრი - რჩევები მეღვინეებს

როგორ აღვადგინოთ გაბზარული ქვევრი - რჩევები მეღვინეებს

ქვევრზე გაჩენილი ბზარები ხშირად ამ ჭურჭლის ხმარებიდან ამოღების მიზეზი ხდება, რაც მეღვინისთვის შეიძლება დიდი ზარალის მომტანი იყოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში დაბზარული ქვევრის გადარჩენაც შესაძლებელია. ზურაბ ყარაულაშვილი (ინჟინერ-მკვლევარი, ქვევრისა და ღვინის სპეციალისტი) მიიჩნევს, რომ თუ ქვევრს გარედან ერთი ან ორი ბზარი გასდევს და ქვევრი ჯერ ისევ მიწაში არ ჩაგვისვავმს, მისი გაკეთება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

პირველ ყოვლისა, ბზარის მიყოლებით არხი ფრთხილად უნდა ჩავჭრათ, რომელიც ქვევრის კედლის მეორე მხარეს არ უნდა გავიდეს... კედლის სისქის ნახევარს რამდენიმე მილიმეტრით უნდა გასცდეს. მაგალითად, თუ კედლის სისქე 3 სანტიმეტრია, ამ შემთხვევაში არხის სიღრმე დაახლოებით 2 სანტიმეტრი უნდა იყოს. ჩაჭრა ბზარის ორივე მხრიდან ჩაქუჩის და სპეციალური ფოლადის კბილის გამოყენებით უნდა ვეცადოთ რომ, ბზარის ორივე მხარეს თანაბარი რაოდენობის ნატეხი ამოვიღოთ. შემდეგ ნაჭრის ან ტილოს საშუალებით, ხელის გულის დარტყმით, მაღალი ხარისხის ცემენტი უნდა წავუსვათ.

თუ დავრწმუნდით, რომ ცემენტი ბზარსაც და არხსაც კარგად შეუჯდა, რამდენიმე საათი დავაცადოთ. შემდეგ იგივე ხარისხის ცემენტით იმ ადგილს კრამიტის ნატეხი ისე ჩავაყოლოთ, რომ ნატეხებს შორის მანძილი დაახლოებით 5 მილიმეტრი მაინც იყოს. თითოეული კრამიტის ნატეხი ხელის გულის ზომის და შესაბამისი ფორმის უნდა იყოს. ამ დროს ქვევრი ისე უნდა დავაყენოთ, რომ ბზარები მაქსიმალურად ზედა წერტილში მოექცეს. აღნიშნულ ნაწილზე ცელოფანი დავაფაროთ, რომელსაც ზემოდან ქვიშით ან სილით სავსე ტომარა დავადოთ, რათა მისმა სიმძიმემ და გადაფარვამ ბზარისა და შესრულებული კონსტრუქცის იზოლირება და ამავდოულად სიმძიმის დაწოლა მოახდინოს. სამი დღის შემდეგ ტომარა მოვხსნათ და ეს ადგილი ხელახლა შევლესოთ და დაველოდოთ ცემენტის 28 დღიანი რეაქციის პროცესს.

ამ დროის განმავლობაში ქვევრზე ექოს გასინჯვის მიზნით რაიმეს დაკაკუნება არ შეიძლება, ასევე მისი გორაობა ასფალტობეტონზე ან/და მკვრივ ნიადაგებზე, რათა ვიბრაციამ აღნიშნული ბზარის გახსნა არ გამომოიწვიოს. ცნობილია რომ, ვიბრაციის შედეგად ბზარი ხელახლა იმდენად შეუმჩნევლად იბზარება, რომ ჩვენ მისი შემჩნევა თვალითაც კი არ შეგვიძლია, სანამ ქვევრში სითხეს არ ჩავასხამთ და წნევის დაწოლის შედეგად სითხე არ გამოჟონავს. 

ქვევრის შიდა ბზარების შემთხვევაში, ბზარები უნდა ამოიჭრას და მაღალი ხარისხის ცემენტის ჯერ თხელი და შემდეგ გასქელებული ხსნარით გამოილესოს. ამის მერე ქვევრი კარგად უნდა დავხუროთ და ზედ გარკვეული რაოდენობის მიწაც დავაყაროთ, რათა ექოს ვიბრაციამ ცემენტის გამაგრების რეაქციას ხელი არ შეუშალოს. რეაქციის ვადის დამთავრების შემდეგ, ქვევრი უნდა გამოიცადოს.

ლევან სეფისკვერაძე

 

 

პოპულარული ღვინოები

73
ხარება

ხარება

წითელი მშრალი

19
თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.

თეთრი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 410 მლ.

15
ბუდეშურისებრი საფერავი

ბუდეშურისებრი საფერავი

წითელი მშრალი ღვინო