„ჯერ მწარეა, მერე ტკბილი, ბოლოს კი მატირებელი“ - უძველესი ქართული გამოცანები ღვინის შესახებ

22 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

„ჯერ მწარეა, მერე ტკბილი, ბოლოს კი მატირებელი“ - უძველესი ქართული გამოცანები ღვინის შესახებ

„ჯერ მწარეა, მერე ტკბილი, ბოლოს კი მატირებელი“ - უძველესი ქართული გამოცანები ღვინის შესახებ

საქართველოში ღვინო ყოფითი ცხოვრებისა და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი იყო. სწორედ ამიტომაც, ანდაზებთან და გამოთქმებთან ერთად, დღემდე შემორჩენილია ხალხში გავრცელებული ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი გამოცანები. ჩვენს მიერ წარმოდგენილი გამოცანების ნაწილი შეიძლება ბევრი მკითხველისთვის ცნობილი იყოს, თუმცა უმეტესობას ალბათ პირველად გაიგებთ.

...

„ დედა ისევ ცოცხალი მყავს, მიწაშია წევს ძირსაო,

ჩემი დანახვა კაცისთვის მართლა რომ რამედ ღირსაო,

მაგრამ ვინც შემებრძოლება, ის ვერა ნახავს ლხინსაო,

წაუქცეველს არ გავუშვებ ვაჟკაცად ნაქებ გმირსაო,

ჭკუას, გონებას, ავურევ, ჩავაგდებ სადმე თხრილსაო,

თუ თავი არ დამანება, გავუჩენ მუდმივ ჭირსაო“.

...

„ჯერ მწარეა, მერე ტკბილი, ბოლოს კი მატირებელი“.

...

„ბაღჩაში ფური აბია, ძუძუ ასხია მრავალი,

რძე უხვად გამოწველილი შორს გზაზე არის მავალი,

გემო  მჟავე აქვს მანანას შეედარება ფერითა,

უზომოდ მისი დამლევი, მიწასა დაჰგვის წვერითა“.

...

„მამა დაგრეხილი, დედა დაჭყლეტილი, შვილი გადარეული“

...

„დედასა ვჭამთ, შვილსა კი ვსვამთ, ორივე  გემრიელია:

დედა ახალი სჯობია, შვილი - რაც უფრო ძველია“.

გამოცანები საღვინე ჭურჭელზე

...

„ გამოცანას მოგახსენებ ჩვენს გაბერილ თხაზედაო,

პირში სული აღარ უდგას, ღვინოს კი სვამს  ძალზედაო“.

...   

 „ცოცხალია - ბალახსა სძოვს, მოკვდება და ღვინოსა სომს“.

...

„მიიწმინდა, მოიწმინდა, მიისკილისკამურაო,

ქვევით მელიყური ყარა, ჩაითხელითხამურაო“.

ლევან სეფისკვერაძე

 

 

 

პოპულარული ღვინოები

10.5
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი

46.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

27
საფერავი კაბერნე ფრანი

საფერავი კაბერნე ფრანი