"ბინა 37" - ათობით ქვევრი კორპუსის სახურავზე და მარანი, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს

12 დეკემბერი, 2016წ

გაზიარება

"ბინა 37" - ათობით ქვევრი კორპუსის სახურავზე და მარანი, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს

"ბინა 37" - ათობით ქვევრი კორპუსის სახურავზე და მარანი, რომელიც მთელს ქალაქს გადმოჰყურებს

ათწლეულების წინ თბილისში იყო შემთხვევები, როდესაც ღვინის მოყვარულმა ადამიანებმა ქვევრები მრავალსართულიანი კორპუსების მაღალ სართულებზე აიტანეს და იქ ღვინოსაც აყენებდნენ. თუმცა, საუბარია ცალკეულ შემთხვევებზე და ეს ყველაფერი ერთი ან მაქსიმუმ ორი ქვევრის ზემოთ არასოდეს წასულა. მაგრამ ის, რაც თბილისში, ვეძისში, სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა, შეიძლება დასაჯერებლადაც კი რთული იყოს.

სპეციალობით ექიმებმა, ზურა ნატროშვილმა და ზაზა ნოზაძემ მცირე მარანი და ღვინის ბარ-რესტორანი, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე დააფუძნეს და იქვე, 40-ზე მეტი (!) ქვევრი "ჩაყარეს". ამდენი ქვევრი კორპუსის სახურავზე კი არა, ალბათ ზოგიერთ ჩვეულებრივ მარანშიც კი იშვიათად გვინახავს. მთელი უცნაურობა ისიცაა, რომ ეს ქვევრები და მარანი მთელს ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს და გვარწმუნებს, რომ ღვინისა და მეღვინეობის სიყვარული ადამიანს ხშირად სრულიად წარმოუდგენელ რამესაც კი გააკეთებინებს.

 

მარანში 40–ზე მეტი ქვევრია                                  ზურა ნატროშვილი 

ზურა ნატროშვილი, მეღვინე, ღვინის მარან „ბინა 37“-ის თანამფლობელი: „მე და ჩემმა პარტნიორმა როდესაც ეს ჩავიფიქრეთ, არავინ გვიჯერებდა თუ შესაძლებელი იყო კორპუსის სახურავზე ასეთი მარნისა და რესტორნის მოწყობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი გამოვიდა. მარანს და ამ რესტორანს „ბინა 37“ დავარქვით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად სწორედ მგალობლიშვილის 5 „ა“-ს  37-ე ბინაშია მოწყობილი და მთლიანობაში 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი სწორედ მარნისთვის და ბარ-რესტორანისთვის გამოიყენება.

"ბინა 37"-ის ერთ-ერთი სადეგუსტაციო სივრცე

ჩვენი ქვევრები ამაჟამად სავსეა და მათში 13 სხვადასხვანაირი ღვინო ასხია. ჯერჯერობით ვფიქრობთ, ჩამოვასხათ თუ არა ღვინო, რადგან ეს მთელს რიგ პრობლემურ საკითხებს უკავშირდება, თუმცა ღვინო ჩამოსასხმელი სახით უკვე გვაქვს და ჩამოსასხმელი ღვინის ამხელა არჩევანი მეეჭვება, რომ თბილისის ბევრ რესტორანში იყოს. აქვე დავძენ, რომ არ მინდა, რესტორნად მოვიხსენიო ეს ჩვენი „ბინა 37“, რადგან მისი იდეა უფრო სხვა არის და გვინდა, რომ ისეთ ადამიანებს ვუმასპინძლოთ, ვისთვისაც ღვინო უბრალოდ ალკოჰოლური სასმელი არაა“.

მარნის მნიშვნელოვანი ნაწილი ძველქართული სტილისაა

წარმოდგენილ ფოტოებზეც ალბათ კარგად ხედავთ „ბინა 37“-ის  ორიგინალურობას. მარნის გარდა მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე ვნახეთ მოქმედი თონე, ხის წკნელებით შემოსაზღვრული ქართული ტიპის კუთხე, ღვინის სადეგუსტაციოდ გამოყოფილი როგორც ღია სივრცე, ასევე დარბაზიც. ამ მცირე ღვინის მარნის მიერ წარმოებული 13 ღვინიდან უნდა გამოვარჩიოთ 2016 წლის მოსავლის ვარდისფერი რქაწითელი, კრახუნა, ალექსანდროული, ქისი და სხვა...

 

მარანში თითქმის ყველა ქვევრი ღვინითაა სავსე

პოპულარული ღვინოები

10.85
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

13
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

19
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

17.95
ნიკო

ნიკო

წითელი ნახევრად მშრალი

8.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი