სამმაგი შოკოლადის ტორტი საფერავით

14 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

სამმაგი შოკოლადის ტორტი საფერავით

სამმაგი შოკოლადის ტორტი საფერავით

ეს უგემრიელესი სამმაგი შოკოლადის ტორტი ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება, მათ შორის პრეტენზიულ გურმანებსაც. ვფიქრობთ, ამ დესერტს ყველაზე კარგად მშრალად დაყენებული საფერავი შეეხამება. საფერავის სტრუქტურა და ტანინები შესანიშნავად დააბალანსებს ტორტის გემოს და მას უფრო მიმზიდველს გახდის.

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტ მაღაზია allwine.ge და ღვინის კომპანია "ნიამორი" საუკეთესო ღვინოს ყველაზე კრეატიული შეფუთვით გთავაზობთ. იყავით განსხვავებული და გაუკეთეთ ორიგინალური საჩუქარი საყვარელ ადამიანს.

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:

  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ვანილინი - 1 ჩ/კ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
  • ზღვის მარილი - 1/2 ჩ/კ
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • არაჟანი - 200 გ

ცივი კრემი:

  • კარაქი - 200 გ
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
  • ნაღები - 1/2 ჭიქა
  • ზღვის მარილი - მწიკვი
  • ვანილინი - 1 ჩ/კ

შოკოლადის განაში:

  • შავი შოკოლადი - 2 ფილა
  • ცხელი ნაღები - 500 მლ

მომზადების წესები:

თავდაპირველად მოამზადეთ ბისკვიტი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად, შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი. დაუმატეთ ვანილინი, კვლავ კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და კაკაო. შემდეგ დაუმატეთ ზღვის მარილი და სოდა. კვლავ კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და ისევ კარგად ათქვიფეთ.

გამოსაცხობ ღრმა ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ მიღებული ბისკვიტის მასა. აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

მანამდე მოამზადეთ ცივი კრემი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქრის პუდრასთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, ვანილინი, მწიკვი ზღვის მარილი და ცოტაოდენი ნაღები. თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

შემდეგ მოამზადეთ განაში: გააცხელეთ ნაღები და დაასხით დატეხილ შოკოლადის ფილებს, ურიეთ ერთგვაროვანი მინანქრის მასის მიღებამდე.

გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და ამოჭერით 3 წრე სპეციალური კულინარიული საჭრელის მეშვეობით: თუ გულის ფორმის საჭრელი გაქვთ, უკეთესი იქნება.

ააწყვეთ ტორტი: დააფიქსირეთ ცოტაოდენი ცივი კრემით სადგამდე ბისკვიტის პირველი ფენა, მოასხით განაში, დაადეთ შემდეგი ფენა ბისკვიტი, კვლავ მოასხით განაში და დაადეთ ბისკვიტის მესამე ფენა. ბოლოს მთელ ტორტს გადაუსვით ცივი კრემი. მორთეთ შოკოლადის დროპსებით და ფერადი კულინარიული მოსართავებით.

ღვინის შეხამება

ვფიქრობთ, სამმაგი შოკოლადის ტორტს მშრალად დაყენებული საფერავი ყველაზე კარგად შეეხამება. საფერავის სტრუქტურა და ტანინები შესანიშნავად დააბალანსებს დესერტის გემოს და მას უფრო მიმზიდველს გახდის. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ღვინის ინტერნეტ მაღაზიაში "allwine.ge" სამმაგი შოკოლადის ტორტისთვის შესანიშნავი საფერავები შეარჩიოთ.

ჩვენი მხრიდან კი, დასახელებულ დესერტთან, დღეს მხოლოდ კომპანია "ნიამორის" ორიგინალური შეფუთვის მქონე საფერავებს შემოგთავაზებთ. 

 

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

11.95
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

26.52
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

49
გორული მწვანე-ჩინებული

გორული მწვანე-ჩინებული

თეთრი მშრალი