„ნუ დადგები ნასვამი„ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია

13 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

„ნუ დადგები ნასვამი„ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია

„ნუ დადგები ნასვამი„ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია

„თელიანი ველი“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია. 2018 წლის 9 თებერვალს ზამთრის რიგით XXIII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიწყო, რომელსაც სამხრეთ კორეა, ფიონგჩანგი მასპინძლობს. წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს.

პარტნიორობის ფარგლებში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, „თელიანმა ველმა“ ახალი სოციალური კამპანია „ნუ დადგები ნასვამი“ წამოიწყო.

" ამ სოციალური კამპანიით ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მომხმარებელს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებისაკენ მოვუწოდებთ. მომზადდა 3 ვიდეო რგოლი, რომლებიც საზოგადოებას ახსენებენ, რომ ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარებას თან ახლავს რისკი. განსაკუთრებული აქცენტი ზამთრის სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებზე გაკეთდა.

ნუ დადგები რისკის ქვეშ - „თელიანი ველის“ მთავარი გზავნილია კამპანიის ფარგლებში, რომელიც 3 ვიდეოს აერთიანებს. ჩვენი კომპანიის, როგორც ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომ მუდმივად შევახსენოთ საზოგადოებას - ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას და საგრძნობლად ცვლის რეაქციასა და სისწრაფის აღქმას", - აღნიშნულია კომპანია "თელიანი ველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, ვიდეო რგოლები მომზადებულია სტუდია "ლიმონის" მიერ. 

1. ნუ დადგები ნასვამი, შენი დაშვება სახიფათოა

2. ნუ დადგები ნასვამი, შენი რეაქცია სახიფათოა

3. ნუ დადგები ნასვამი, შენი სიჩქარე სახიფათოა

 


 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

9
მაესტრო ნახ/ტკბილი

მაესტრო ნახ/ტკბილი

ნახევრად ტკბილი

15.8
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

12.95
კლასიკური მშრალი

კლასიკური მშრალი

16.1
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი