როგორ შევუხამოთ ძველი სვანური კერძი "თაშმიჯაბი" ქართლის ჩინურს

13 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

როგორ შევუხამოთ ძველი სვანური კერძი "თაშმიჯაბი" ქართლის ჩინურს

როგორ შევუხამოთ ძველი სვანური კერძი "თაშმიჯაბი" ქართლის ჩინურს

თაშმიჯაბი ძველი სვანური კერძია. მას სვანეთში სხვაგვარად "მერწვს" ეძახიან. როგორც ცნობილია, თაშმიჯაბი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლოა. რთულია მის დაგემოვნებაზე ვინმემ უარი თქვას. ეს არის ყველით გადაზელილი, ერთგვარი, კარტოფილის პიურე. მართალია სვანეთში ვაზი არ ხარობს, მაგრამ ამ კერძს მსუბუქი თეთრი ღვინო კარგად შეეხამება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი;
  • 500 გრ.ჭყინტი ყველი;
  • მარილი გემოვნებით.

კერძის მომზადება:

მოხარშულ, წვრილად გახეხილ კარტოფილს (სასურველია სვანეთში მოყვანილი კარტოფილი, რადგან ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს ზუსტად ადგილობრივი კარტოფილი სძენს) ქვაბში ვამზადებთ, როგორც პიურეს, და რომ მოიხარშება, მერე ვიწყებთ გახეხილი ჭყინტი ყველის შეზელას მანამ, სანამ ყველი არ დადნება, და წელვადი არ გახდება.

მარილს ვაყრით გემოვნებით და შესანიშნავ კერძს ვიღებთ. კერძი სუფრაზე გაგვაქვს თბილ მდგომარეობაში.

თაშმიჯაბთან შესახამებლად ქართლის ჩინურს გირჩევთ

ღვინის შეხამება: ვფიქრობთ, სვანურ ტრადიციულ თაშმიჯაბს ქართლის ჩინური კარად შეეხამება. ეს მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო ზოგადად ყველთან და ყველით მომზადებულ კერძებთან შესანიშნავ წყვილს ქმნის, განსაკუთრებით კი ორთქლში დამუშავებულ ყველთან.

allwine.ge-ის ინტერნეტ მაღაზიიდან თაშმიჯაბთან შესახამებლად მარან "ბატონოს" 2016 წლის მოსავლის ჩინურს, "Chigogidze Wines"-ის 2015 წლის მოსავლის ჩინურისა და გორული მწვანეს კუპაჟურ ღვინოს და "არბოს მარნის" 2016 წლის მოსავლის ჩინურს გირჩევთ.

 

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

15.8
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

10.8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13.8
ქართული ლეგენდა მუკუზანი

ქართული ლეგენდა მუკუზანი