როდის გავიდა იმერული ღვინო ევროპული შეფუთვით რუსეთის ბაზარზე და რამ აიძულა იმერელი მეღვინე ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყო

08 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

როდის გავიდა იმერული ღვინო ევროპული შეფუთვით რუსეთის ბაზარზე და რამ აიძულა იმერელი მეღვინე ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყო

როდის გავიდა იმერული ღვინო ევროპული შეფუთვით რუსეთის ბაზარზე და რამ აიძულა იმერელი მეღვინე ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყო

იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ამ სახით მეფის რუსეთის მმართველობის დროს გაყიდვა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ქუთაისელმა სირაჯებმა (ღვინით მოვაჭრეებმა) გადაწყვიტეს რუსეთში ღვინო ევროპული შეფუთვით ანუ ბოთლით გაეტანათ. ბოთლში წარმოებული პირველი იმერული ღვინოები იყო: "კუტაისსკი", "ცოლიკოური", "გელათი" და სხვა... იმის გამო, რომ იმერული ღვინო განსაკუთრებულად აქტიური, ბუნებრივი ცქრიალით გამოირჩევა, მე-19 საუკუნეშივე ღვინის ტექნოლოგებმა იმერული ყურძნის ჯიშებისაგან ცქრიალა ღვინის (ე.წ. შამპანურის) წარმოება დაიწყეს. იმერული ღვინის ჯიშები ასევე საინტერესოა ევროპული ტიპისა და კლასიკური ქართული (ქვევრის) ღვინოების დასაყენებლადაც.

როდესაც იმერულ ღვინოზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა იმერეთის რეგიონი არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვაროვან ტერიტორიად, სადაც ყველგან იდენტური ხარისხის ყურძნის მოსავალი მოდის. იმერეთში მევენახეობისათვის ხელსაყრელია ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონები. ასევე კარგი ხარისხის ყურძენი მოდის ქუთაისის ახლოს მდებარე სოფლებში. ხოლო, ჭიათურის, საჩხერეს, ხონის, სამტრედიისა და ხარაგაულის რაიონებში მოწეული ყურძნის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. 

1946 წლის საერთო აღწერის მონაცემებით, იმერეთში ვენახები დაახლოებით 2 ათას ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამ ვენახების უმეტესობა საბჭოთა კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა. მოწეული მოსავლისაგან დაყენებული ღვინო კი ძირითადად რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში იყიდებოდა. რადგან საბჭოთა კავშირში ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებზე მოთხოვნა დიდი იყო, იმერელი მეღვინეები იძულებულები გახდნენ ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იმერული ღვინოების უმრავლესობა ბუნებრივი, სასიამოვნო სიჟავით გამოირჩევა.

მაგალითდ, წლების განმავლობაში ადგილწარმოშობის დასახელების იმერული ღვინო "სვირი" რუსეთში, როგორც თეთრი ტკბილი ღვინო ისე გადიოდა და მეღვინეებს მასში არასასურველი ჩარევა უწევდათ, რათა მომხმარებლებისათვის მოსაწონი ღვინო მიეღოთ.

აღსანიშნავია რომ, გასული საუკუნის 50-იან წლებში იმერეთში ვენახების გაშენება დაიწყეს. თუმცა, შემდგომ წლებში მათი გაშენება შეწყდა და დღევანდელი მონაცემებით მთელ იმერეთში ვენახები სულ რამდენიმე ასეულ ჰექტარს ითვლის. ვფიქრობთ, იმერულ ღვინოსა და მეღვინეობას მხსნელად მსოფლიოში ცნობილი ნატურალური ღვინის მწარმოებლები და ე.წ. "ბიო" ღვინით მოვაჭრეები მოევლინნენ. 

 

 

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

12.95
კლასიკური ბრუტი

კლასიკური ბრუტი

47
იბერიული ხვანჭკარა

იბერიული ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი