მინესტრონე - განსაკუთრებული წვნიანი კაფე „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან ჩინურთან ერთად

07 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

მინესტრონე - განსაკუთრებული წვნიანი კაფე „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან ჩინურთან ერთად

მინესტრონე - განსაკუთრებული წვნიანი კაფე „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან ჩინურთან ერთად

ამ ორიგინალური და გემრიელი წვნიანის რეცეპტი განსაკუთრებით ისეთ გურმანებს მოეწონებათ, რიმლებიც მომზადებისას სირთულეებს არ ერიდებიან და კულინარიული ფანტაზიაც დიდი აქვთ. მინესტრონესთან ღვინის შეხამება კი ტრადიციულად ჩვენ უნდა მოგვანდოთ.

ინგრედიენტები:

  •   ნიახურის ბოლქვი - 5 გ;
  •   ხახვი - 10 გ;
  •   ნიორი - 5 გ;
  •   ბეკონი - 40 გ;
  •   წითელი ბულგარული წიწაკა - 30 გ;
  •   პომიდორი - 50 გ;
  •   საქონლის ხორცის ბულიონი - 300 მლ;
  •   მწვანე ლობიო, ფრანგული ჯიშის - 40 გ;
  •   მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესები

თავდაპირველად დანაყეთ ნიახურის ბოლქვი და ნიორი ერთადთ. დანაყულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ბეკონი, ბულგარული წიწაკა და კანგაცლილი პომიდორი. დადგით ქვაბით დაბალ ცეცხლზე და ყველაფერი ერთად თუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში.

დაასხით საქონლის ხორცის ბულიონი, წამოდუღების შემდეგ კი დაუმატეთ ფრანგული ლობიო. გააჩერეთ 2-3 წუთით. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ნიახურის ფოთლები და მარილი/პილპილი გემოვნებით.

უგემრიელესი კლასიკური მინესტრონე მზად არის!

ღვინის შეხამება

მინესტრონეს ძალიან კარგად ქართლის ცნობილი "ჩინური" საუკეთესოდ შეეხამება. ვფიქრობთ, ეს მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო დასახელებული წვნიანის გემოს არ გადაფარავს და ის კერძისა და ღვინის შესანიშნავად დაბალანსებას უზრუნველყოფს.

ჩვენს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში საუკეთესო ღვინოების შეძენა შეგიძლიათ. მათ შორის აღნიშნულ დესერტთან გირჩევთ "არბოს მარნის" 2016 წლის მოსავლის ჩინურს, კომპანია "ბატონოს" 2016 წლის მოსავლის ჩინურს და  "Chigogidze Wines" 2015 წლის მოსავლის ჩინურს.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

 

პოპულარული ღვინოები

33.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

16.05
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

41.76
მწვანე ქვევრის

მწვანე ქვევრის

თეთრი მშრალი

27
იბერიული მუკუზანი

იბერიული მუკუზანი

წითელი მშრალი

22
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

19.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი