როდიდან არსებობდა საქართველოში მეღვინეთუხუცესის თანამდებობა - რით დასტურდება სიტყვა "ღვინის" ქართული წარმოშობა

02 თებერვალი, 2018წ

გაზიარება

როდიდან არსებობდა საქართველოში მეღვინეთუხუცესის თანამდებობა - რით დასტურდება სიტყვა "ღვინის" ქართული წარმოშობა

როდიდან არსებობდა საქართველოში მეღვინეთუხუცესის თანამდებობა - რით დასტურდება სიტყვა "ღვინის" ქართული წარმოშობა

ღვინოს საერო ყოფაში მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. შუა საუკუნეებში ყოველდღიური პურობის გარდა, სარაინდო, სანადიმო - მოსალხენი ტრაპეზის მშვენებას სწორედ ღვინო წარმოადგენდა. ამიტომაც იყო, რომ სათავადო საერისთავოებში და თვით მეფის კარზეც, ერთ - ერთი საპატიო წოდება – მეღვინეთუხუცესობა გახლდათ.

ცნობილი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის თქმით: – "მეღვინეთუხუცესი პირველად თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსის თხზულებაშია მოხსენებული, თუმცა ის ადრეულ მასალებშიც გვხვდება. მეღვინეთუხუცესი ეს გარკვეულ თანამდებობას წარმოადგენდა, რომელიც მეღვინეთა უფროსი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. მეღვინეთუხუცესს აგრეთვე ექვემდებარებოდა განსაკუთრებული დაწესებულება – საღვინე მარანი მთელი თავისი მოხელებითურთ."

ქართველებისათვის წმინდა და საკრალურ ადგილად მარანი ითვლებოდა. მარანი ანუ საღვინე სახლი საქართველოში ორი ტიპისაა – ღია და დახურული. მარანს, როგორც საკულტო (ზედაშე ჩადგმული ქვევრი, სადაც შესაწირავი ღვინო ინახებოდა), ასევე, სამეურნეო დანიშნულება გააჩნდა. იყო შემთხვევები, როდესაც მარანს ნეფე - დედოფლის დასალოცად იყენებდნენ. შესაბამისად შესაწირავ ღვინოს ქართლ - კახეთში – ზედაშე ღვინოს ეძახდნენ; იმერეთში და რაჭაში – სალოცავს; სამეგრელოში – ოხვამერს (სალოცავს) უწოდებენ; საინგილოში – დადაშს.

ღვინის სახელის წარმოშობის შესახებ ცნობილი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე, ენათმეცნიერი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი თვლიან, რომ პირველად მსოფლიოში სიტყვა "ღვინო" ქართველთაგან არის გავრცელებული. ლონდონის ღვინის საზოგადოება "ვინოპოლის" საპატიო პრეზიდენტი ჰიუ ჯონსონი თავის წიგნში ამბობს: "ბიბლია გადმოსცემს, რომ კავკასიის ტერიტორია ღვინის სამშობლოა... და ქართველები, რომელთა უნიკალური ენა ბერძნულ ენაზე ბევრად უფრო ძველია, რაც ადასტურებს იმას, რომ ქართული სიტყვა – ღვინოდან მოდის ღვინის ყველა სხვა დასახელებები და ამ სიტყვათა თამაშში ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

ისტორიულად მაღალხარისხოვანი ქართული ღვინით მეზობელი სახელმწიფოები მარაგდებოდა. შაჰებისა და სულთანთა, ფაშა-ამირების დარბაზობა - წვეულებებს უმეტესად ქართული ღვინით ისტუმრებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია უძველესი ლურსმნული წარწერა, რომელიც აღწერს ჟამს ასურიელთა სამეფოს დიდებისა და მათ მიერ მეზობელი ქვეყნების დაპყრობის შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ ხარკს, რომელსაც ისინი დაპყრობილი ქვეყნებიდან მხოლოდ ოქროთი კრეფდნენ, საქართველოდან – ღვინით იღებდნენ. ქართული ღვინო, რომელიც უხსოვარი დროიდან ფასობდა.

 

 

პოპულარული ღვინოები

10.85
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

14.8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

76.4
ღვინის ნაკრები CLASSIC (5 ერთეული)

ღვინის ნაკრები CLASSIC (5 ერთეული)

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი