ქაშაყის რულეტები ვაშლში ევროპული მეთოდით დაყენებულ ღვინოსთან ერთად

31 იანვარი, 2018წ

გაზიარება

ქაშაყის რულეტები ვაშლში ევროპული მეთოდით დაყენებულ ღვინოსთან ერთად

ქაშაყის რულეტები ვაშლში ევროპული მეთოდით დაყენებულ ღვინოსთან ერთად

ქაშაყის რულეტები ვაშლში თევზის მოყვარულ ადამიანებს განსაკუთრებულად მოეწონებათ. თქვენ ამ უმარტივესი კერძის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. სანამ კერძის მომზადებას დაიწყებდეთ, მანამ გირჩევთ, რომ ქაშაყის ფილე საგულდაგულოდ შეარჩიოთ. ვფიქრობთ, დასახელებულ კერძს ევროპული მეთოდით დაყენებული რქაწითელი ან მწვანე კარგად შეეხამება.

ინგრედიენტები

  • ქაშაყის ფილე - 400 გ
  • ნიახური - 100 გ
  • არაჟანი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ვაშლი - 3 ცალი
  • კარტოფილი - 2 ცალი
  • მწვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად მარილწყალში. გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად.

ვაშლები გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გულები და ცოტათი ამოღრუტნეთ. ასევე მოაჭერით ოდნავ ამობურცული მხარე, რათა ვაშლის ფიალები კარგად დადგეს.

ვაშლის ამოშრილი გულები დაჭერით წმინდად, ასევე დაჭერით ნიახურის ღერები წმინდად.

შეურიეთ დაჭრილი ვაშლი და ნიახური კარტოფილს, მოაყარეთ მარილი და დაჭრილი მწვანილი გემოვნებით. შეაზავეთ არაჟნით. მოათავსეთ სალათა ვაშლის ფიალებში, ზემოდან კი დაასვით ხის ჩხირით დამაგრებული ქაშაყის ფილეს რულეტები.

ღვინის შეხამება: ჩვენი აზრით, ქაშაყის რულეტებს ვაშლში ყველაზე კარგად ევროპული მეთოდით დაყენებული რქაწითელი, ან მწვანე, კახური ჯიშის ყურძნისაგან, უჭაჭოდ დაყენებული ღვინო მოუხდება. ვფიქრობთ, საშუალოდ შეგრილებული ასეთი ტიპის ღვინო კერძის გემურ სტრუქტურას არ დაარღვევს.

allwine.ge-ის ღვინის ინტერნეტ-მაღაზიიდან დასახელებულ კერძთან კარგ წყვილს შექმნიან "ხუციშვილების მარნის" 2016 წლის მოსავლის რქაწითელი, ღვინის კომპანია "შილდას" 2015 წლის მოსავლის წინანდალი და "ლექსოს მარნის" 2016 წლის მოსავლის მწვანე.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge