"Gevelli/ჯიველი" - განსაკუთრებული არომატული ბუკეტით გამორჩეული უმაღლესი ხარისხის ღვინოები

07 დეკემბერი, 2016წ

გაზიარება

"Gevelli/ჯიველი" - განსაკუთრებული არომატული ბუკეტით გამორჩეული უმაღლესი ხარისხის ღვინოები

"Gevelli/ჯიველი" - განსაკუთრებული არომატული ბუკეტით გამორჩეული უმაღლესი ხარისხის ღვინოები

საქართველო მსოფლიოში კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის აკვნადაა აღიარებული. ქართული ღვინის ისტორია უკვე 8000 წელს ითვლის და, როგორც შულავერის არქეოლოგიური მასალები მიგვანიშნებს, ნეოლითის ხანიდან იწყება. ცნობილია, რომ ღვინის ხარისხი ვენახზეა დამოკიდებული. კომპანია ფლობს 50 ჰექტარ სავენახე ფართს წინანდლის მიკროზონაში, საიდანაც 17 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ვენახი, რაც გვაძლევს საშუალებას ვენახის სწორი მოვლა-პატრონობით მივიღოთ მხოლოდ მაღალხარისხიანი ყურძენი, ეს ყველაფერი კი განაპირობებს ღვინის საუკეთესო ხარისხს. გარდა ხარისხობრივი მაჩვენებლისა, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ქართული უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნებას. კერძოდ, "ჯიველის" ვენახებში გარდა საფერავსა და რქაწითელის ჯიშის ვაზისა, გაშენებულია ისეთი ქართული უნიკალური ჯიშები როგორებიცაა: მწვანე, ქისი და ხიხვი.

მსოფლიოში ღვინის დამზადების 2 მეთოდია ცნობილი: ევროპული და ქართული-კახური. "ჯიველის" მევენახეობა და მეღვინეობა აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის მეღვინეობის ტექნიკით, რომელსაც ერწყმის უძველესი ტრადიცია ქვევრში ღვინის დაყენებისა. სწორედ მეღვინეობის განვითარებასა და დახვეწას უკავშირდება საქართველოში ყველაზე გავრცელებული ღვინის ჭურჭლის-ქვევრის წარმოშობა, რომელმაც მრავალი საუკუნის შემდეგაც კი ღვინის დაყენების ტექნოლოგია უცვლელად მოიტანა. თანამედროვე მანქანა-დანადგარები და ჭურჭელი, პასუხისმგებლობის მქონე პერსონალი, ღვინის წარმოებისა და შენახვისათვის სპეციალურად აშენებული საძველო, რომელიც მთლიანად მიწაშია განთავსებული, უზრუნველყოფს ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინის ხარისხის იმ დონეს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მეღვინეობის წამყვან ევროპულ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოებს. საქართველოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე კი, ჩვენი ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებული არომატული ბუკეტით. 

სამომავლო გეგმები

ჩვენი მეღვინეების, მათ შორის ლევან ღარიბაშვილის გატაცება და ახალი სტანდარტების დანერგვა მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პრესტიჟის საწინდარია. 2015 წლის მაისში "ჯიველი" წარადგენს უმაღლესი ხარისხის, ხელით დაკრეფილი ქართული ჯიშების ყურძნისგან მიღებული წითელი და თეთრი ღვინის 12 უნიკალურ ეტიკეტს, მათ შორისაა რქაწითელი, მუკუზანი, ახაშენი, მწვანე კახური და ქისი წინანდლის, ნაფარეულის, ქინძმარაულისა და მანავის მიკროზონებიდან. ყურძნების შერჩევა და მათზე მუდმივი მეთვალყურეობა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ დახვეწილი, უნიკალური გემოთი გამორჩეული ღვინოები: მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ყინულის. ჩვენ წარმოების პროცესში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას და მაღალი ხარისხის რესურსებს: საფრანგეთიდან იმპორტირებულ ბოთლებსა და საცობებს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ბოთლისა და ეტიკეტის მოდელირებას, ეტიკეტის სასურველ დიზაინსა და სპეციალურ წარმოებას. წელიწადში ორი მილიონი ბოთლის გამოშვების პოტენციალით, ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო ბაზარზე გიგანტების მომარაგებას.

პოპულარული ღვინოები

8.5
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

41.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

11.17
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი