"ლუკასი" - პატარა ბუტიკური მარანი, რომელიც ღვინოს ნარჩევი ყურძნის ჯიშებიდან აწარმოებს

07 დეკემბერი, 2016წ

გაზიარება

"ლუკასი" - პატარა ბუტიკური მარანი, რომელიც ღვინოს ნარჩევი ყურძნის ჯიშებიდან აწარმოებს

"ლუკასი" - პატარა ბუტიკური მარანი, რომელიც ღვინოს ნარჩევი ყურძნის ჯიშებიდან აწარმოებს

კომპანია “ლუკასი” ღვინის სიყვარულის ნაყოფია, რომელსაც სახელი მისი დამფუძნებლის, მამუკა დოლიძისა და აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი გერსამიას შვილის -  ლუკას პატივსაცემად ეწოდა. საქმიანობის ათვლის წერტილი 2009 წელია, მაგრამ ოთხ წელიწადში ჰობიმ კომერციული განზომილება შეიძინა. ბაზარზე მოხვედრისთანავე “ლუკასის” ლიმიტირებული, ექსკლუზიური ღვინო არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.  

2013 წლიდან საოჯახო ღვინის მწარმოებელი პატარა ბუტიკური მარანი ,,ლუკასი“ აწარმოებს განსაკუთრებული ხარისხის, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოს. ღვინის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ  შერჩეული, საუკეთესო ყურძნის ჯიშები. ყურძნის ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის, წარმოების ყოველი ნაბიჯი კონტროლდება და ექსკლუზიური თვისებების მისაღებად, ღვინო მუხის კასრებში ძველდება.

პოპულარული ღვინოები

31.49
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი

16
კახური მწვანე

კახური მწვანე

თეთრი მშრალი