რატომ ეძახიან გურიაში მტევანდიდს "აკიდოს" და სად არის შემორჩენილი ეს უძველესი ქართული ვაზის ჯიში

16 იანვარი, 2018წ

გაზიარება

რატომ ეძახიან გურიაში მტევანდიდს "აკიდოს" და სად არის შემორჩენილი ეს უძველესი ქართული ვაზის ჯიში

რატომ ეძახიან გურიაში მტევანდიდს "აკიდოს" და სად არის შემორჩენილი ეს უძველესი ქართული ვაზის ჯიში

მტევანდიდი, გურიაში გავრცელებული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. აღსანიშნავია რომ, საუკუნეების განმავლობაში გურიაში ეს ჯიში წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოიყენებოდა. მტევანდიდი ზემო გურიის რამდენიმე სოფელში (ფარცხმა, საჭამიასერი, დაბლაციხე) ცნობილია როგორც "აკიდოს" სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს. გამოკვლევებით ამ ორი ჯიშის იდენტურობა დასტურდება, შესაბამისად სახელწოდება აკიდო მტევანდიდის სინონიმად უნდა მივიჩნიოთ.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში გავრცელებულ სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად მტევანდიდის მაღლარები გურიაში მასობრივად განადგურდა, რის შედეგადაც აქა-იქ მისი მხოლოდ თითო-ოროლა ძირი გადარჩა. როგორც ცნობილია, მტევანდიდის მოსავალი ამინდზეა დამოკიდებული. 

მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი, მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა, მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის ფართო გავრცელებით არის გამოწვეული. აქვე, ადგილობრივი მოსახლეობა მტევანდიდს მეტ-ნაკლებად იცნობს, რადგან როგორც ავღნიშნეთ, ის მცირე რაოდენობით არის გავრცელებული. 

რაც შეეხება საკუთრივ ღვინოს, რომელიც ამ ჯიშისაგან მზადდება... როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, გურულები საუკუნეების განმავლობაში მტევანდიდისაგან მაღალი ხარისხის წითელ მშრალ ღვინოს აყენებდნენ. ცნობილია რომ, ეს ღვინო გურული ცნობილი ყურძნის ჯიშებისაგან (ჩხავერი, ჯანი და სხილათუბანი) დამზადებულ ღვინოებს კონკურენციას უწევდა. დაბოლოს, მტევანდიდი როგორც სასუფრე ყურძენი ყურადღებას იქცევს. მისი შენახვა მთელი ზამთრის განმავლობაში შეგიძლიათ, ასევე ის ტრანსპორტირებას კარგად უძლებს.